ჩაქვის სკოლა-გიმნაზიის "ამოუცნობი ფენომენი"
- Anna Shalikiani
- 3 days ago
- 2 min read
ჩაქვის სკოლა-გიმნაზია კერძო სკოლამ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.
შეჯიბრი სამ ასაკობრივ ჯგუფში - U5(მე-3, მე-4 და მე-5 კლასები), U8(მე-6, მე-7 და მე-8 კლასები) და U12(მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასები) კატეგორიებში წარიმართა. ჯამში, ჩაქვის სკოლა-გიმნაზია კერძო სკოლის შიდა სასკოლო ტურში ჩვიდმეტმა გუნდმა იასპარეზა. თამაში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას.
ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს:
U5 კატეგორია: “არწივები”, კაპიტანი - დათა უგრეხელიძე
U8 კატეგორია: “ამოუცნობი ფენომენები”, კაპიტანი - ციური გელაშვილი
U12 კატეგორია: “თაობა 2”, კაპიტანი - მართა ლაზიშვილი
ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.
მადლობას ვუხდით ვაჟა სოლომონიძეს და ტვინების ბრძოლის ორგანიზატორს - თედო ტაკიძეს, ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!
ჩაქვის სკოლა-გიმნაზია კერძო სკოლის მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონზე!
გაიცანით ჩაქვის სკოლა-გიმნაზია კერძო სკოლის ტვინიკოსები:















Comments