„მეგატვინი: ტვინის შტურმი“
- Anna Shalikiani
- 6 hours ago
- 1 min read

ჭალის თემის N2 საჯარო სკოლამ ტვინების ბრძოლის გაზაფხულის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.
შეჯიბრი ორ ასაკობრივ ჯგუფში - U5(მე-3, მე-4 და მე-5 კლასები) და U8(მე-6, მე-7 და მე-8 კლასები) კატეგორიებში წარიმართა. ჯამში, ჭალის თემის N2 სკოლის შიდა სასკოლო ტურში 6-მა გუნდმა იასპარეზა. თამაში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას.
ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს:
U5 კატეგორია: "არწივები", კაპიტანი - მარიამ ღურწკაია
U8 კატეგორია: "მეგატვინი", კაპიტანი - ნინო ანთია
ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.
მადლობას ვუხდით სკოლის დირექტორს ლელა აკობიას და ტვინების ბრძოლის ორგანიზატორთა გუნდს, ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!🙌
ჭალის თემის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის გაზაფხულის სეზონზე!✨
გაიცანით ჭალის თემის N2 საჯარო სკოლის ტვინიკოსები: 👇
კატეგორია | გუნდი | კაპიტანი | მე-2 წევრი | მე-3 წევრი | მე-4 წევრი | მე-5 წევრი | მე-6 წევრი |
U5 | არწივები | მარიამ ღურწკაია | ნიკოლოზ გობეჩია | სალომე მესხია | მარიამი ჭკუასელი | ნია კვარაცხელია | ნიკოლოზ ქარდავა |
U5 | გაბრიელი ქარდავა | ილია პელაგინ | თამარი ქარდავა | ალექსანდრე კრასნოვი | ელენე ხასაია | ანამარია გულუა | |
U8 | მეგატვინი | ნინო ანთია | ანდრია ჩხვიმიანი | ლიზი ახალაია | ცოტნე ქეცბაია | ანი ქარდავა | |
U8 | გლადიატორები | დათა ქარდავა | ქეთი ფიფია | მონიკა გერგედავა | ლუკა კონჯარია | ნინი გერგედავა | რუსუდან უბილავა |
ვარდები | მალხაზ ქეცბაია | ბარბარე ქარდავა | გიორგი აკობია | ლუკა ახალაია | |||
იები | ზაზა ქარდავა | მარიამ ანთია | ნიკოლოზ კონჯარია |
















Comments