top of page

ჭალის პატარა გენიოსები

ჭალის საჯარო სკოლამ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.


შეჯიბრი U5 (III,IV და V კლასები) კატეგორიაში წარიმართა. ჯამში, ჭალის საჯარო სკოლის შიდა სასკოლო ტურში ხუთმა გუნდმა იასპარეზა. თამაში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას. 


ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს:


U5 კატეგორია: “პატარა გენიოსები”, კაპიტანი - ლელუკა დავაძე


წინ U8 და U12 ასაკობრივი კატეგორიის თამაშებია, რომელთა გამარჯვებულების ვინაობას ამავე სტატიაში გაცნობებთ, განახლებად რეჟიმში.

 

ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.


მადლობას ვუხდით ბატონ გელა ჩხიტუნიძეს და ტვინების ბრძოლის ორგანიზატორს — ქალბატონ ირმა კრაველიძეს, ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!


ჭალის სკოლის მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონზე!


გაიცანით ჭალის სკოლის ტვინიკოსები:


კატეგორია

გუნდი

კაპიტანი

მე-2 წევრი

მე-3 წევრი

მე-4 წევრი

მე-5 წევრი

U5

ლომები

ნიკოლოზ ჩხეიძე

გუჯა გურესაშვილი

სესილი ნადირაძე

ცოტნე ჭიტაძე

გაბრიელ მელაძე

U5

პატარა გენიოსები

ლელუკა დავაძე

მარიამ გომართელი

გელა ბახტურიძე

ვანიკო ჭიტაძე

ბარბარე მიშველიძე

U5

ტვინიკოსები

ანასტასია ტოროშელიძე

დემეტრე ლომაურიძე

ბარბარე მოდებაძე

ბარბარე მელაძე

ოთარ ჭიტაძე

U5

მტრედები

ანამარია გომართელი

სანდრო მოდებაძე

გვანცა ჭეიშვილი

მარიამ ბახტურიძე

ილია გოგოლაძე

U5

მერცხლები

თამარი ჭიტაძე

ელენე ჭიტაძე

ჯაბა ნადირაძე

დემეტრე სადღობელაშვილი

გვანცა ჭიტაძე


Comments


bottom of page