top of page

წიგნები 10 დეკემბრის თამაშისთვის - რეგიონული პირველობა

Updated: Dec 2, 2023

გთავაზობთ დაანონსებულ წიგნებს, ტვინების ბრძოლის რეგიონული ჩემპიონატისთვის, რომელიც 10 დეკემბერს გაიმართება. სტატიაში მოცემულია წიგნები ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით. წიგნებს დართული აქვს PDF ვერსია

შეგახსენებთ "ტვინების ბრძოლის" თამაშებზე 2 შეკითხვა სწორედ დაანონსებული წიგნის თემატიკიდან გაჟღერდება




U5 ასაკობრივი კატეგორია: 3, 4, 5 კლასი

არჩილ სულაკაური - სალამურას თავგადასავალი


ქონდარეთის ჯიუტმა და ძილისგუდა უფლისწულმა სიზმარში ნანახ ციცინათელების მწყემსთან თამაში მოინდომა. ღამის შიკრიკებმა ციცინათელების მზეთუნახავი მწყემსი მოიტაცეს და უფლისწულს მიჰგვარეს. მეგობრის გადასარჩენად სალამურამ ქვეყნიერება მოიარა და რა არ გადახდა თავს – ჯამბაზობაც ისწავლა და მუშტი-კრივიც…

წაიკითხე ყველა დროის საუკეთესო ქართული ლიტერატურული ზღაპარი – არჩილ სულაკაურის „სალამურას თავგადასავალი“ – და უფრო მეტს შეიტყობ სიკეთესა და მეგობრობაზე.






სალამურას თავგადასავალი
.pdf
Download PDF • 795KB


U8 ასაკობრივი გატეგორია: 6,7,8 კლასი

ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის „პატარა პრინცი“


ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის „პატარა პრინცი“ ყველაზე პოპულარული ფრანგულენოვანი წიგნი და ყველა დროის ბესტსელერია, თავად ავტორი კი – საფრანგეთის რამდენიმე უმაღლესი ლიტერატურული ჯილდოს ლაურეატი.

როგორც ცნობილია, ეგზიუპერი მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში სამხედრო პილოტად მსახურობდა და ამიტომ მიიჩნევენ, რომ მის ამ ალეგორიულ მოთხრობაში სწორედ საავიაციო გამოცდილებიდან მიღებული დეტალებია ჩართული. ნაწარმოების ნახევარზე მეტი ავტორის თავს გადამხდარი ისტორიებია, მათ შორის გულისამაჩუყებელი ამბავი მარტოობაზე, მეგობრობაზე, სიყვარულსა და სასოწარკვეთაზე, რასაც ის დედამიწაზე ჩამოვარდნილი პატარა პრინცის პირით ჰყვება.

საფრანგეთში ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის ეს ნაწარმოები XX საუკუნის საუკეთესო წიგნად აღიარეს. იგი თარგმნილია 250-ზე მეტ ენასა და დიალექტზე, მათ შორის, ბრაილზეც.



ეკზიუპერი_პატარა-უფლისწული
.pdf
Download PDF • 801KB



U12 ასაკობრივი გატეგორია: 9,10,11,12 კლასი

რეი ბრედბერი - ბაბუაწვერას ღვინო


"ბაბუაწვერას ღვინო" ეს სიტყვები ენაზე ზაფხულის გემოს ტოვებდა,თავად ღვინო კი შეყოვნებული და მოხუფული ზაფხული გახლდათ.1928 წ-ს ზაფხული დაგლას სპოლდინგისთვის სიცოცხლის მშვენიერებისა და წარმოავლობის შეცნობის ხანად იქცა.პატარა ქალაქის ცხოვრება,მისი კეთილი თუ უცნაური ბინადრები საინტერესო წარსულით-ბიჭისათვის ბავშვური განცდებისა და ემოციების წყაროა,რომელიც,შესაძლოა,დიდობაში აღარ განმეორდეს.დაგლასმა უკვე იცის,რომ სიცოცხლე მარადიული არ არის,რომ ერთ მშვენიერ დღესაც ბაბუა ვეღარ დააყენებს ბაბუაწვერას ღვინოს.



eon.ge-babuawveras-gvino
.pdf
Download PDF • 3.35MB

2,799 views0 comments
bottom of page