top of page

დაანონსებული წიგნები - საქალაქო ჩემპიონატისთვის

Updated: Nov 21, 2023

გთავაზობთ დაანონსებულ წიგნებს, ტვინების ბრძოლის საქალაქო ჩემპიონატისთვის, რომელიც 26 ნოემბერს გაიმართება. სტატიაში მოცემულია წიგნები ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით. წიგნებს დართული აქვს PDF ვერსია


შეგახსენებთ "ტვინების ბრძოლის" თამაშებზე 2 შეკითხვა სწორედ დაანონსებული წიგნის თემატიკიდან გაჟღერდება



U5 ასაკობრივი კატეგორია: 3, 4, 5 კლასი

ნოდარ დუმბაძე - მე, ბებია, ილიკო და ილარიონი

ობოლი სოფლელი ბიჭი ზურიკელა ოლღა ბებიის და მეზობლების, ილიკოსა და ილარიონის გარემოცვაში იზრდება. ილიკო და ილარიონი იუმორით სავსე ადამიანები არიან, ერთმანეთთან საოცრად თბილი ურთიერთობა აქვთ და ამავე დროს სულ კამათობენ. ზურიკელას უყვარდება თანაკლასელი გოგონა მერი, წერს პირველ ლექსს, აბარებს მისაღებ გამოცდებს. იგი უმაღლესის დამთავრების შემდეგ კვლავ სოფელს უბრუნდება და მზადაა, სიკეთის მარცვალი ჩააგდოს ცხოვრების საკუთარ ხნულში.



გადმოწერე:




U8 ასაკობრივი გატეგორია: 6,7,8 კლასი

ილია ჭავჭავაძე - კაცია ადამიანი?!

კაცია-ადამიანი?! — ქართველი მწერლის ილია ჭავჭავაძისსატირულიმოთხრობათავადლუარსაბ თათქარიძესა და მის ოჯახზე, რომელშიც გაშუქებულია მარადიული პრობლემა ადამიანის ცხოვრების არსისა. ერთი გამოგონილი პერსონაჟის მაგალითზე გაკრიტიკებულია ადამიანის ბიოლოგიური არსებობა. მოთხრობაში, ასევე, გაკრიტიკებული არიან იმდროინდელი ქართველები, როგორც თავად-აზნაურობა, ასევე გლეხები და მათი ზოგიერთი ჩვეულება.







გადმოწერე:



U12 ასაკობრივი გატეგორია: 9,10,11, 12 კლასი

გურამ დოჩანაშვილი - კაცი რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა


გურამ დოჩანაშვილის ნაწარმოები „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“, ვეჭვობ, ის ნაწარმოებია, რომელიც არასოდეს დაგავიწყდებათ. ვფიქრობ, ის გულგრილს ვერც ერთ მკითხველს ვერ დატოვებს. ნაწარმოები საინტერესოა, რადგან ის ჩადებულ სიბრძნესთან ერთად გაჯერებულია ირონიითა და სარკაზმით. ეს ყველაფერი კი მოთხრობას დამატებით ელფერს სძენს და უსაზღვრო ემოციას აღძრავს მკითხველში. აღსანიშნავია, რომ იუმორი ნორმის ფარგლებში გვხვდება, ხოლო თხრობა დაახლოებით ისევე მიმდინარეობს, როგორც ვასიკო კეჟერაძე ფიქრობს კარცერ-ლუქსებში მყოფი ხალხისთვის პროგრამის შედგენას. ნაწარმოები იწყება შედარებით მსუბუქად და ხშირად ვაწყდებით იუმორს, თუმცა სიუჟეტი თანდათან მეტად სერიოზულ სახეს იღებს და მთავარი სათქმელიც სწორედ მანდაა გაცხადებული



გადმოწერე:


4,931 views0 comments

Comments


bottom of page