top of page

17 დეკემბერი - წიგნები ფინალური თამაშისთვის

Updated: Dec 15, 2023

გთავაზობთ დაანონსებულ წიგნებს, ტვინების ბრძოლის რეგიონული ჩემპიონატისთვის, რომელიც 17 დეკემბერს გაიმართება. სტატიაში მოცემულია წიგნები ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით. წიგნებს დართული აქვს PDF ვერსია

შეგახსენებთ "ტვინების ბრძოლის" თამაშებზე 2 შეკითხვა სწორედ დაანონსებული წიგნის თემატიკიდან გაჟღერდება.




U5 ასაკობრივი კატეგორია: 3, 4, 5 კლასი

მარკ ტვენი - უფლისწული და მათხოვარი



მარკ ტვენი ყველა დროის მოზარდი მკითხველის საყვარელი ავტორია.

ამ წიგნში წაიკითხავთ საოცრად შთამბეჭდავ ამბავს უფლისწულსა და მათხოვარზე. ეს ორი ცნობისმოყვარე ბიჭუნა გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ერთმანეთს, თუმცა, განსხვავებული საზოგადოებრივი სტატუსი აქვთ. ერთი მათგანი, ტომ კენტი, ლონდონის ჯურღმულებში მცოხვრები ღარიბი ბიჭია, მეორე, ედვარდ ტიუდორი კი – ტახტის მემკვიდრე.












U8 ასაკობრივი გატეგორია: 6,7,8 კლასი

მარკუს ზუზაკი - წიგნის ქურდი





1939, ნაცისტური გერმანია. ქვეყანა სუნთქვაშეკრულია. სიკვდილი ასეთი მოუცლელი არასოდეს ყოფილა. ცხრა წლის ლიზელი დედობილ-მამობილთან ერთად ჰიმელ-სტრიტზე ცხოვრობს, მისი მშობლები საკონცენტაციო ბანაკში გაგზავნერს. გოგონა წიგნებს იპარავს, კითხულობს და ბოლოს, თვითონ იწყებს წერას. ეს არის ამბავი ლიზელსა და მის მეზობლებზე. ეს ჰიმელ-სტრიტის დაბომბვის ისტორიაა. მარკუს ზუზაკი ავსტრალიელი მწერალია. მისი ოჯახი იქ ავსტრიის დატოვების შემდეგ დასახლდა. „წიგნის ქურდის“ მთავარი გმირის, ლიზელის დედობილ-მამობილის მსგავსად, ავტორის დედა გერმანელია, მამა მღებავად მუშაობდა. მთელი ბავშვობა მარკუსი მშობლებისგან ისმენდა საოცარ ამბებს ომზე, ნაცისტურ გერმანიაზე, მიუნხენის დაბომბვაზე, საკონცენტრაციო ბანაკებსა და იმ ებრაელ ტყვეებზე, რომლებსაც მიუნხენის მახლობლად მდებარე ბანაკამდე სანამ მიიყვანდნენ, ერთი პატარა ქალაქი ფეხით უნდა გაევლოთ – იმ ქალაქში მარკუსის დედა ცხოვრობდა. მოგვიანებით მწერალი იტყვის: „ბავშვობაში მოსმენილი ამბები მახსენებდა, საიდან ვარ და ვინ ვარ. ჩემი მშობლების განვლილი გზა, მათი მხნეობის მაგალითი და ბრძოლა გადარჩენისა და უკეთესი ცხოვრებისათვის წარმატების საფუძვლად მექცა. რა იქნებოდა თითოეული ჩვენგანი ისტორიის, წარსულის გარეშე“. ომის დროინდელი ბიოგრაფიები მარკუს ზუზაკმა თავის რომანებში გააცოცხლა. ახალგაზრდა მწერალი უკვე ექვსი რომანის ავტორია, მათ შორის ყველაზე ცნობილი და პოპულარული სწორედ „წიგნის ქურდია“.






U12 ასაკობრივი გატეგორია: 9,10,11, 12 კლასი

დენიელ კიზის ყვავილები ელჯერნონისთვის


ყვავილები ელჯერნონისთვის - სპეციალური საჭიროების მქონე მამაკაცს, ჩარლის, ტვინზე ოპერაციას უკეთებენ, რომლის შემდეგაც მისი IQ 180ს უტოლდება და იგი გენიოსი ხდება. ჩარლის დღიურების სახით დაწერილ ნაწარმოებში მკითხველი თვალყურს ადევნებს მთავარი გმირის ტრანსფორმაციას და მის ეტაპობრივ სვლას გონებრივი განვითარების უმაღლესი საფეხურისკენ, აკვირდება მის გრძნობებს, დამოკიდებულებას სამყაროსთან.








1,913 views0 comments

Comments


bottom of page