ბათუმის N7 სკოლის "იდეალური მიქსი" ტვინების ბრძოლაში
- Anna Shalikiani
- Nov 4
- 2 min read
ბათუმის N7 საჯარო სკოლამ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.
შეჯიბრი სამ ასაკობრივ ჯგუფში - U5 (მე-3, მე-4 და მე-5 კლასები), U8 (მე-6, მე-7 და მე-8 კლასები) და U12 (მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასები) კატეგორიებში წარიმართა. ჯამში, ბათუმის N7 საჯარო სკოლის შიდა სასკოლო ტურში თხუთმეტმა გუნდმა იასპარეზა. თამაში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას.
ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს:
U5 კატეგორია: “ნინოს ანგელოზები”, კაპიტანი - ემილი მესხიძე
U8 კატეგორია: “არწივთა გუნდი”, კაპიტანი - ქეთი გერძაძე
U12 კატეგორია: “იდეალური მიქსი”, კაპიტანი - ალექსანდრე ორალიძე
ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.
მადლობას ვუხდით შორენა ქონიაძეს და ტვინების ბრძოლის ორგანიზატორს — ბულბულ თავართქილაძეს, ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!
ბათუმის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონზე!
გაიცანით ბათუმის N7 საჯარო სკოლის ტვინიკოსები:
კატეგორია | გუნდი | კაპიტანი | მე-2 წევრი | მე-3 წევრი | მე-4 წევრი | მე-5 წევრი |
U5 | ნინოს ანგელოზები | ემილი მესხიძე | ნია ბლაძე | მარიამ მერკვილაძე | დეა ივნანაძე | |
U5 | გენიოსები | მათე შარაშიძე | დაჩი კახიძე | ნოე ბერიძე | კოტე მიელაძე | |
U5 | ხატიას ვარსკვალვები | კესარია ფუტკარაძე | დავით უსტიაძე | ნინა სიმონიშვილი | სესილი პატარაია | |
U5 | პატარა მეცნიერები | გიგი ქარცივაძე | დეა ბურჯანაძე | იოანე დავითაძე | ანასტასია დავითაძე | |
U8 | არწივთა გუნდი | ქეთი გერძაძე | ანდრია მერკვილაძე | ლუკა დობურჯგონიძე | მარიტა მანგელიძე | ლიზი ჩკვატია |
U8 | გენიოსები | თამარ მაჭუტაძე | ნინო მიქელაძე | მელი კაკაბაძე | ელენე გოგიძე | დავით არველაძე |
U8 | საუკეთესო ხუთეული | მარიამ დიასამიძე | ელისაბედ დუმბაძე | ანამარია კახიძე | იოანე ხალვაში | ბარბარე გრიგოლია |
U8 | ცეცხლები | დიმიტრი | ალინა | ანასტასია | შოთა | ნიკოლოზი |
U8 | აინშტაინები | ერეკლე ცეცხლაძე | გეგა დევაძე | ალექსანდრე | აბულაძე მარიამ | თამთა ჩიკვატია |
U8 | დრიმ თიმი | სესილი ცეცხლაძე | ნია დიასამიძ | დათა გორგაძე | ნინი ზაქარაძე | თათია ნიჟარაძე |
U12 | იდეალური მიქსი | ალექსანდრე ორალიძე | ანანო ბერიშვილი | ანი აბაშიძე | ბექა ბერიძე | მარიამ არჯევინიძე |
U12 | majestic five | გოგი დუმბაძე | საბა ბოჭორიშვილი | ელისაბედ ქობულაძე | ბარბარე მეზერნიშვილი | ანა დუმბაძე |
U12 | ark angels | გიორგი ნიჟარაძე | ცოტნე დიდიძე | დავით ჯავაშვილი | ანსტასია სარაშვილი | ანი ბერაძე |
U12 | გალაქტიკა | საბა დავითაძე | ნინო სულაბერიძე | ელენა დავითაძე | ნინი ბერიძე | ლანა ფორუზანდე |



























Comments