top of page

ტრიუმვირატის უცნობი მებრძოლები

ბათუმის ოცდამეათე საჯარო სკოლამ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.


შეჯიბრი ორ ასაკობრივ ჯგუფში - U8 (მე-6, მე-7, და მე-8 კლასები) და U12 (მე-, მე-10, მე-11 და მე-12 კლასები) კატეგორიებში წარიმართა. ჯამში, ოცდამეათე საჯარო სკოლის შიდა სასკოლო ტურში ცხრა გუნდმა იასპარეზა. თამაში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას. 


ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს:


U8 კატეგორია: “პინგვინები”, კაპიტანი - ანდრია შავაძე

U12 კატეგორია: “ტრიუმვირატი"

 

ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.


მადლობას ვუხდით ქალბატონ ცისანა ბარამიძეს და ტვინების ბრძოლის ორგანიზატორს — ლამარა ფუტკარაძეს, ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!


ოცდამეათე საჯარო სკოლის მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონზე!


გაიცანით ბათუმის 30-ე სკოლის ტვინიკოსები:


კატეგორია

გუნდი

კაპიტანი

მე-2 წევრი

მე-3 წევრი

მე-4 წევრი

მე-5 წევრი

U8

პინგვინები

ანდრია შავაძე

მათე აბაშიძე

გიორგი რიჟვაძე

ანრი მუკუტაძე


U8

გონებრივები

ელენე შავაძე

ნინი მამულაძე

ანდრია დავითაძე

ნია დავითაძე


U8

პირამიდები

თათია ძნელაძე

ნია მალაყმაძე

ელენე გორგაძე

ნუკი ზაქარაძე

ლორენა კახიძე

U8

ხაჭაპურა

რატი

ლუკა

გიო

სანდრო

გიორგი

U12


სანდრო ველიაძე

ელენე მიქელაძე

ლიზი ქოქოლაძე

ზურა მალაყმაძე


U12

შავი მარგალიტი

დემეტრე ხალვაში

საბა დიასამიძე

ანასტასია გორაძე

ქრისტინა ფერაძე

ელენე დავითაძე

U12

არწივის ბუდე

ნატა ქოქოლაძე

დემეტრე ბერაძე

სანდრო ბაკურიძე

სანდრო ბარამიძე

აჩი ზაქარაძე

U12

ტრიუმვირატი






U12

MR.girls

თამარი კაკაბაძე

ელისაბედ ბერიძე

ხატია ბერიძე

გვანცა შავაძე

ნათია ბარამიძე



Comments


bottom of page