გენიოსები ბათუმის 29-ე სკოლიდან
- Anna Shalikiani
- 3 hours ago
- 2 min read
ბათუმის N29 საჯარო სკოლამ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.
შეჯიბრი სამ ასაკობრივ ჯგუფში - U5 (მე-3, მე-4, და მე-5 კლასები), U8 (მე-6, მე-7 და მე-8 კლასები) და U12 (მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასები) კატეგორიებში წარიმართა. ჯამში, ბათუმის N29 საჯარო სკოლის შიდა სასკოლო ტურში თორმეტმა გუნდმა იასპარეზა. თამაში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას.
ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს:
U5 კატეგორია: “გენიოსები”, კაპიტანი - ნიკოლოზ ქოქოლაძე
U8 კატეგორია: “მომავალი”, კაპიტანი - ნია კონცელიძე
“უტვინოები”, კაპიტანი - ნიკა ბოლქვაძე
U12 კატეგორია: “---”, კაპიტანი - —
ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.
მადლობას ვუხდით სკოლის დირექტორს, ნური ჯაფარიძეს და ტვინების ბრძოლის ორგანიზატორთა გუნდს, ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!
ბათუმის N29 საჯარო სკოლის მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონზე!
გაიცანით ბათუმის N29 საჯარო სკოლის ტვინიკოსები:
კატეგორია | გუნდი | კაპიტანი | მე-2 წევრი | მე-3 წევრი | მე-4 წევრი | მე-5 წევრი |
U5 | გენიოსები | ნიკოლოზ ქოქოლაძე | ანასტასია ჭეჟია | ლუკა ხოზრევანიძე | ნია ჭოხონელიძე | სესილი შაინიძე |
U5 | ჩემპიონები | ანდრია ქობულაძე | სანდრო დეკანაძე | ანდრია კონცელიძე | დათა ფასანიძე | ნინი მიქელაძე |
U5 | ცეცხლოვანი ლომები | ნიკოლოზ დოლაძე | ალექსი კახაძე | ანდრეი ჭაღალიძე | ელისაბედ შარაშენიძე | ემილი ართმელაძე |
U8 | უტვინოები | ნიკა ბოლქვაძე | დემეტრე გოგუაძე | მარი ქორციკაძე | თიკო ცეცხლაძე | თამარ კიკნაძე |
U8 | სკამები | ბარბარე აბაშიძე | ლინდა ბოლქვაძე | ზურა მარკოიძე | ნია საფარიძე | ანასტასია დიასამიძე |
U8 | მომავალი | ნია კონცელიძე | მარიამ ქადაძე | სოფია თავდგირიძე | ლანა ოჯახიშვილი | თიკო ხოზრევანიძე |
U8 | ტვინიკოსები | საბა ტარიელაძე | დემე ჯაფარიძე | გიული კახიძე | ნატალი თებიძე | ანასტასია ცინცაძე |
U12 | უჭკვინესები | ანასტასია | საბა | სოფო ცეცხლაძე | ლუკა ქობულაძე | ლოლიტა კონცელიძე |
U12 | მაკედონელები | ნინო ბერიძე | ანა მალაყმაძე | მარი ართმელაძე | რუსუდან შარაშიძე | თორნიკე |
U12 | მეგა ტვინი | სანდრო შარაშიძე | თიკო ხოზრევანიძე | ქეთი შანიძე | სალომე დიასამიძე | ლუკა აბულაძე |
U12 | ტვინიკოსები | გიორგი ბერიძე | დათა აბულაძე | თამარ ჯაფარიძე | მარი ბოლქვაძე | ანასტასია ქურციკიძე |
U12 | ფენიქსი | მირანდა მელაძე | ანნა გორგაძე | საბა ჯოყილაძე | ლიზი ნაკაშიძე | მირზა შანთაძე |















Comments