"ნიუტონის კანონები"
- Anna Shalikiani
- Apr 17
- 2 min read

ახალთერჯოლის საჯარო სკოლამ ტვინების ბრძოლის გაზაფხულის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.
შეჯიბრი სამ ასაკობრივ ჯგუფში - U5(მე-3, მე-4 და მე-5 კლასები), U8(მე-6, მე-7 და მე-8 კლასები) და U12(მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასები) კატეგორიებში წარიმართა. ჯამში, ახალთერჯოლის სკოლის შიდა სასკოლო ტურში 10-მა გუნდმა იასპარეზა. თამაში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას.
ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს:
U5 კატეგორია: "საპოვნელა", კაპიტანი - ლაზარე დევიძე
U8 კატეგორია: "თავადები", კაპიტანი - მარიამ ჯანაელიძე
U12 კატეგორია: "ფაუსტერლიცი", კაპიტანი - ტატო ჩიტაძე
ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.
მადლობას ვუხდით სკოლის დირექტორს, ნინო თოდიძეს და ტვინების ბრძოლის ორგანიზატორთა გუნდს, ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!🙌
ახალთერჯოლის საჯარო სკოლის მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის გაზაფხულის სეზონზე!✨
გაიცანით ახალთერჯოლის საჯარო სკოლის ტვინიკოსები: 👇
კატეგორია | გუნდი | კაპიტანი | მე-2 წევრი | მე-3 წევრი | მე-4 წევრი | მე-5 წევრი |
U5 | საპოვნელა | ლაზარე დევიძე | დავით გორგიძე | ანზორი ქაშაკაშვილი | ანდრია რობაქიძე | |
U5 | ლომები | მარიამ გოგიაშვილი | ანი ქაშაკაშვილი | ბარბარე ცხადაძე | მარია დევიძე | |
U5 | მართვე | ქეთევან ცარციძე | ნინო გოგიაშვილი | სოფო ზარნაძე | სანდრო გოგიაშვილი | |
U5 | ვარსკვლავები | ანასტასია ბუცხრიკიძე | ლიზა კუბლაშვილი | ნია ცხადაძე | კატო გოგიაშვილი | |
U8 | თავადები | მარიამ ჯანაელიძე | ნინი გიგაშვილი | ლიკა ბუცხკრიკიძე | ბარბარე გორგიძე | |
U8 | ნიუტონი | გიორგი მემატიშვილი | თიკა ბუცხრიკიძე | ნინი ცხადაძე | გიორგი გიგაშვილი | |
U8 | გენიოსები | ნიკოლოზ ცხადაძე | ლიზი ჯანელიძე | ბარბარე ცარციძე | დემეტრე დევიძე | გიორგი ჩიტიძე |
U12 | ფაუსტერლიცი | ტატო ჩიტაძე | ბადრი რიიბაქიძე | ანანო მუჯირი | მარიამ კუხალაშვილი | დალი ქოჩიაშვილი |
U12 | მოაზროვნეები | ლიკა რობაქიძე | ზაური ქასრაშვილი | ავთო კაპესსი | ნინი ჯანელიძე | ელენე დევიძე |
U12 | ინტელექტუალები | ნია გიგაშვილი | თათია ბუცხრიკიძე | თემო ბუცხრიკიძე | თაკო ჩიტიძე |
























Comments