"მზის შვილები" ახალსოფლის სკოლიდან
- Anna Shalikiani
- Nov 4
- 2 min read
ახალსოფლის საჯარო სკოლამ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.
შეჯიბრი ორ ასაკობრივ ჯგუფში - U5(მე-3, მე-4 და მე-5 კლასები) U8(მე-6, მე-7 და მე-8 კლასები) და U12(მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასები) კატეგორიებში წარიმართა. ჯამში, ახალსოფლის საჯარო სკოლის შიდა სასკოლო ტურში თოთხმეტმა გუნდმა იასპარეზა. თამაში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას.
ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს:
U5 კატეგორია: “მზის შვილები”, კაპიტანი - მარიამ შავაძე
U8 კატეგორია: “ალიონი”, კაპიტანი - გივი შავაძე
U12 კატეგორია: “ბასოტა”, კაპიტანი - საბა შარაძე
ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.
მადლობას ვუხდით ტარიელ მიქელაძეს და ტვინების ბრძოლის ორგანიზატორს — მალხაზს, ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!
ახალსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონზე!
გაიცანით ახალსოფლის საჯარო სკოლის ტვინიკოსები:
კატეგორია | გუნდი | კაპიტანი | მე-2 წევრი | მე-3 წევრი | მე-4 წევრი | მე-5 წევრი |
U5 | მზის შვილები | მარიამ შავაძე | ხატია ფუტკარაძე | ანასტასია ძნელაძე | ეკა ფუტკარაძე | ია ფუტკარაძე |
U8 | ალიონი | გივი შავაძე | მაკა ფუტკარაძე | გაბრიელ მახარაძე | ელენე შარაძე | ნია ხილაძე |
U8 | პარადაისი | ლუკა ბოლქვაძე | დიანა ჯინჭარაძე | ანასტასია თებიძე | ბარბარე ბედინაძე | ნინი გობაძე |
U8 | კაი ბიჭობა | ლაშა ბოლქვაძე | გეგა თუშიძე | რომეო მიქელაძე | ლუკა ლეონიძე | ანდრია აბაშიძე |
U8 | მოაზროვნეები | გიორგი ვაშაყმაძე | სესილი ნაგერვაძე | ელიზაბედ ძნელაძე | დაიანა თედორაძე | ზუკა შარაძე |
U8 | პირიმზე | გიორგი ხილაძე | სოფო შაქარაძე | არინა ნაგერვაძე | მარი შარაძე | დათა გოგიტიძე |
U8 | ნიჭიერები | ევა ფერცელიძე | დათა გამილაღდაშვილი | ლიუბოვ კრივზიენი | ლილე შარაშიძე | ლორენა ფერცელიძე |
U8 | ვარსკვლავები | დანიელ აბაშიძე | ლიზი სურმანიძე | მარი ტარიელაძე | ანა ზაქარაძე | ბარბარე ბაუმაძე |
U12 | ბასოტა | საბა შარაძე | გაბრიელ მაღალთაძე | საბა გოგიტიძე | საბა ტეტებაძე | ნიკოლოზ ლოლიძე |
U12 | ნეირონები | ანანო კოპლაძე | ლიზი ფუტკარაძე | დიმა მამულაძე | ირაკლი ჯინჭარაძე | ლუკა ფუტკარაძე |
U12 | ინტელექტუალები | ქეთი იაკობაძე | მონიკა აბაშიძე | მარი შარაშიძე | თათია კიკნაძე | დეა შოთაძე |
U12 | ინტელექტი | ანდრია დავითაძე | დეა თედორაძე | გიორგი მიქელაძე | ანასტასია ნაგერვაძე | ელენე ფუტკარაძე |
U12 | პეგასუსი | ლიზი გულაბერიძე | ნინი თავართქილაძე | ელენე ნაგერვაძე | გიგი ფარტენაძე | ნიკოლოზ პაპიძე |
U12 | სთარი | ქეთი ფუტკარაძე | ქეთი მუკუტიძე | მარი გორგილაძე | ანა ქუტიძე | ბარბარე მადოიშვილი |



















Comments