top of page

"ინტელექტის ეპიცენტრში"


ახალშენის N2 საჯარო სკოლამ ტვინების ბრძოლის გაზაფხულის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.


შეჯიბრი სამ ასაკობრივ ჯგუფში - U5(მე-3, მე-4 და მე-5 კლასები), U8(მე-6, მე-7 და მე-8 კლასები) და U12(მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასები) კატეგორიებში წარიმართა. ჯამში, შიდა სასკოლო ტურში 6 გუნდმა იასპარეზა. თამაში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას.


ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს:


U5 კატეგორია: "ნიჭიერები", კაპიტანი - დათა ბერიძე

U8 კატეგორია: "ინტელექტი", კაპიტანი - საბა ცეცხლაძე

U12 კატეგორია: "ვარსკვლავები", კაპიტანი - ნინი კიკნაძე


ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.


მადლობას ვუხდით სკოლის დირექტორს, ნატო ჯაში-შაინიძე და ტვინების ბრძოლის ორგანიზატორთა გუნდს, ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!🙌


ახალშენის 2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის გაზაფხულის სეზონზე!✨

გაიცანით ახალშენის 2 საჯარო სკოლის ტვინიკოსები: 👇

კატეგორია

გუნდი

კაპიტანი

მე-2 წევრი

მე-3 წევრი

მე-4 წევრი

მე-5 წევრი

მე-6 წევრი

U5

ნიჭიერები

დათა ბერიძე


ელენე მაკარაძე

ელენე ხოზრევანიძე

ალექსანდრე ბოლქვაძე


U5

ვარსკვლავები

თემო მაკარაძე

გვანცა კურცხალიძე

ნაზი კიკნაძე

მათე მაჭარაშვილი

ბარბარე კურცხალაძე

ელენე ტაკიძე

U5

ტვინიკოსები

გეგა ლორთქიფანიძე

ნინა მახარაძე

სანდრო შარაშენიძე

მიშა დავითაძე

გოგი ტოგონიძე


U8

ინტელექტი

საბა ცეცხლაძე

სალომე ჯინჭარაძე

დემეტრე ბოლქვაძე

ალექსი თურმანიძე

მარი დიასამიძე


U8

არწივები

ანა ჯავახიძე

ელენე დავითაძე

სალიტა არჯევანიძე

გეგა გორგაძე

ნიკო დიასამიძე


U12

ვარსკვლავები

ნინი კიკნაძე

ელენე ემინაძე

ელენე კვირიკაძე

ანასტასია ზოიძე

ელენე დიასამიძე

თომა არჯევანიძე


Comments


bottom of page