„გამარჯვების სტიქია“
- Anna Shalikiani
- 19 hours ago
- 2 min read

ახალი ხიბულის N2 საჯარო სკოლამ ტვინების ბრძოლის გაზაფხულის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.
შეჯიბრი სამ ასაკობრივ ჯგუფში - U5(მე-3, მე-4 და მე-5 კლასები), U8(მე-6, მე-7 და მე-8 კლასები) და U12(მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასები) კატეგორიებში წარიმართა. ჯამში, ახალი ხიბულის N2 სკოლის შიდა სასკოლო ტურში 8 გუნდმა იასპარეზა. თამაში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას.
ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს:
U5 კატეგორია: "ქარბორბალა", კაპიტანი - სანდრო თოდუა
U8 კატეგორია: "არგო ", კაპიტანი - გეგა ნარსია
U12 კატეგორია: "ტვინები", კაპიტანი - თეკლე სიჭინავა
ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.
მადლობას ვუხდით სკოლის დირექტორს ანა ონიანს და ტვინების ბრძოლის ორგანიზატორთა გუნდს, ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!🙌
ახალი ხიბულის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის გაზაფხულის სეზონზე!✨
გაიცანით ახალი ხიბულის N2 საჯარო სკოლის ტვინიკოსები: 👇
კატეგორია | გუნდი | კაპიტანი | მე-2 წევრი | მე-3 წევრი | მე-4 წევრი | მე-5 წევრი | მე-6 წევრი |
U5 | ქარბორბალა | სანდრო თოდუა | კესო ხარამიშვილი | ანანო გოგინავა | ბარბარე იზორია | ნინო ნარსია | ანა-მარია იზორია |
U5 | არწივები | ირაკლი სიჭინავა | რატი ბულისკირია | ქრისტინა გედენიძე | გიგი ჭილაია | ნია ხარამიშვილი | |
U5 | ცისარტყელა | ანდრია ხარამიშვილი | მონიკა სიჭინავა | ნინია ხარამიშვილი | გაბრიელ ვეკუა | ევა ხარამიშვილი | |
U8 | არგო | გეგა ნარსია | ბრილიანტა იზორია | ნანა სიჭინავა | გიორგი ჯაბურია | გორგი ჭილაია | ნიკა შამათავა |
U8 | იბერია | ანასტასია გოგინავა | ბარბარე ვეკუა | ნინო კვარაცხელია | ბარბარე გოგინავა | ნინი ჯალაღნია | |
U12 | ტვინები | თეკლე სიჭინავა | ნატა მალანია | დიანა წურწუმია | ანანო გვილავა | ელენე ვეკუა | |
U12 | იუნითი | ანასტასია თოდუა | მაკა ჭანტურია | ლინდა ხარამიშვილი | მარიამ ბასილაია | მარიამ ჯანჯღავა | |
U12 | მარგალეფი | ნინო ქვარცხავა | ლიზი ხარამიშვილი | თემო ჯაბურია | ლუკა ბაღათურია | ნატა ბასილაია |




















Comments