„გამარჯვების ქარიშხალი“
- Anna Shalikiani
- 23 hours ago
- 2 min read

აჭყვას საჯარო სკოლამ ტვინების ბრძოლის გაზაფხულის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.
შეჯიბრი სამ ასაკობრივ ჯგუფში - U5(მე-3, მე-4 და მე-5 კლასები), U8(მე-6, მე-7 და მე-8 კლასები) და U12(მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასები) კატეგორიებში წარიმართა. ჯამში, აჭყვას სკოლის შიდა სასკოლო ტურში 9 გუნდმა იასპარეზა. თამაში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას.
ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს:
U5 კატეგორია: "ხუთეული", კაპიტანი - ალექსანდრე ბერიძე
U8 კატეგორია: "ტვინიკოსები", კაპიტანი - გიგა ქათამაძე
U12 კატეგორია: "არწივები", კაპიტანი - მარიამ ბერიძე
ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.
მადლობას ვუხდით სკოლის დირექტორს, თეა ზოიძეს და ტვინების ბრძოლის ორგანიზატორთა გუნდს, ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!🙌
აჭყვას საჯარო სკოლის მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის გაზაფხულის სეზონზე!✨
გაიცანით აჭყვას საჯარო სკოლის ტვინიკოსები: 👇
კატეგორია | გუნდი | კაპიტანი | მე-2 წევრი | მე-3 წევრი | მე-4 წევრი | მე-5 წევრი |
U5 | ხუთეული | ალექსანდრე ბერიძე | ანასტასია კობალაძე | ლაშა მადოიშვილი | გიო ათაბაძე | დემეტრე ბარამიძე |
U5 | სმარტელები | გუკა ქათამაძე | ელენე ათაბაძე | გაბრიელ ბერიძე | დემეტრე ბერიძე | სანდრო კობალაძე |
U5 | ჭკვიანები | ანდრია მიქელაძე | ერეკლე ბარამიძე | სანდრო ზიბზიბაძე | ელენე ხაჯიშვილი | დემეტრე დუმბაძე |
U8 | ტვინიკოსები | გიგა ქათამაძე | ანასტასია ათახაძე | ნატალი ნატარიძე | დარუნა ხაჯიშვილი | ანდრია ქათამაძე |
U8 | გენიოსები | ანდრია ბოლქვაძე | მათე ბახტაძე | ნია იაკობაძე | ლუკა მადოიშვილი | გიორგი ბარიძე |
U8 | მეტოქის კოშმარი | მათე ჯგერენაია | ლუკა დუმბაძე | ანასტასია ბერიძე | მეგი ხაჯიშვილი | ნანიკო ნატარიძე |
U12 | არწივები | მარიამ ბერიძე | თაკო იაკობაძე | ნინი ბერიძე | ნანა ყურშუბაზე | გოგა მიქელაძე |
U12 | სფინქსები | ნინი დუმბაძე | გიორგი ბერიძე | ერეკლე ქათამაძე | ლუკა ქათამაძე | ნიკა გოგიტიძე |
U12 | ტორნადო | დიმა ცეცხლაძე | გიგა ქათამაძე | გუგა ბერიძე | რობერტ ქათამაძე | საბა მიქელაძე |




























Comments