სკოლა ანაბასისის "ანაბასისი"!
- Anna Shalikiani
- Oct 29
- 2 min read
ანაბასისის საჯარო სკოლამ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.
შეჯიბრი სამ ასაკობრივ ჯგუფში - U5 (მე-3, მე-4 და მე-5 კლასები), U8 (მე-6, მე-7 და მე-8 კლასები) და U12 (მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასები) კატეგორიებში წარიმართა. ჯამში, ანაბასისის საჯარო სკოლის შიდა სასკოლო ტურში ოცდაორმა გუნდმა იასპარეზა. თამაში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას.
ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს:
U5 კატეგორია: “ტვინის ფეიერვერკი”, კაპიტანი - ლილე მიროტაძე
U8 კატეგორია: “6ბ კლასის გუნდი”, კაპიტანი - დავით ქათამაძე
U12 კატეგორია: “ინტელექტი”, კაპიტანი - ბარბარე კობერიძე
ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.
მადლობას ვუხდით ქალბატონ დირექტორს და ტვინების ბრძოლის ორგანიზატორს — ქეთევან ედიბერიძეს, ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!
ანაბასისის საჯარო სკოლის მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონზე!
გაიცანით ანაბასისის საჯარო სკოლის ტვინიკოსები:
კატეგორია | გუნდი | კაპიტანი | მე-2 წევრი | მე-3 წევრი | მე-4 წევრი | მე-5 წევრი |
U5 | ტვინის ფეიერვერკი | ლილე მიროტაძე | გაბრიელ გველესიანი | ნიკა ქათამაძე | ბარბარე ელიბერიძე | ნიცა დევიძე |
U5 | გონიერები | მართა-მარიამ კახნიაშვილი | თამარ ქათამაძე | ლიკა კრიშტალი | ლიზი მაჩიტიძე | გიგი ჩაფიძე |
U5 | უშიშართა გუნდი | ალექსანდრე მგელაძე | გეგა სებისკვერაძე | მარიამ გავაშელაშვილი | ზაზა კელენჯერიძე | ქრისტინე მაღლაკელიძე |
U5 | ანაბასის მარგალიტები | დაჩი კვანტრიშვილი | მართა გოგბერაშვილი | ნიკოლოზ კაკაბაძე | თამაზ კვანტრიშვილი | დავით ჩინჩალაძე |
U5 | ლომები | ირაკლი წულუკიძე | გაბრიელ ბარბაქაძე | გიორგი ნასრაძე | მითა მესხი | ნიკოლოზ თავაძე |
U5 | ბანი | ბარბარე ბერაძე | გიორგი ცერცვაძე | სესილი შერგელაშვილი | სანდრო ქათამაძე | ლილე მამასახლისი |
U5 | მცოდნეთა ძალა | გიგი ჩაფიძე | გუგა ფუტკარაძე | ლილე კობახიძე | თამარ ქათამაძე | ერეკლე ზიბზიბაძე |
U5 | ტვინიკოსები | გაბრიელ გეწაძე | ანდრია-გაბო მიქაბერიძე | გიკა კვეტენაძე | დემეტრე დავლაძე | სანდრო ბებიაშვილი |
U5 | ანაბასისელები | ქისიშვილი დემეტრე | ლუკა ჭკადუა | მაღლაკელიძე მათე | გიორგი მარტაძე | დემეტრე ხიჯაკაძე |
U5 | ალექსის გუნდი-ძალა | ალექსი მახათაძე | სოფიო ორახელაშვილი | ლაზარე კვეტენაძე | თეკლა გიორგაძე | გაბრიელ ჭიჭინაძე |
U8 | 6ბ კლასის გუნდი | დავით ქათამაძე | დავით | ლუკა კობახიძე | გაბრიელ ვარდოსანიძე | მათე ტალახაძე |
U8 | მეგატვინები | ირაკლი ცხადაძე | ანა სადუნიშვილი | გაბრიელა დვალი | სალომე ჯუღელი | გიორგი ღავთაძე |
U8 | ჭკუის კოლოფები | გიორგი ნებიერიძე | ცოტნე ჩუბინიძე | ანდრია ხითარიშვილი | დემეტრე | გაბრიელ ჯუღელი |
U8 | მოაზროვნე | ელენე ჯაშიაშვილი | ნატალი შარიქაძე | ლილე ჭანკვეტაძე | ვახო ბოხორაძე | გაბრიელ გელაშვილი |
U8 | ატომი | მათე ვარდუკაძე | ლევან ლეჟავა | სანდრო ბარაბაძე | ელენე სამხარაძე | გიორგი კაპანაძე |
U8 | ყოვლისმცოდნეები | გიორგი ბუცხრიკიძე | ზუკა ხიჯაკაძე | გუგა ცხადაძე | თორნიკე შეყრილაძე | გიორგი მიროტაძე |
U8 | პრეზიდენტები | გიორგი კაკაბაძე | ცოტნე ბოგვერაძე | გიორგი ჭიჭინაძე | დათა მდივანი | გიორგი ლუტიძე |
U8 | STARS | ქეთი ფოცხვერაშვილი | თეკლა კაპანაძე | თეკო დავლაძე | ბარბარე მახათაძე | ნიცა ფერაძე |
U8 | ნიჭიერები | გაბრიელ კაკაურიძე | დაჩი მაცაბერიძე | ლიზი სვიანაძე | ბარბარე ხიჯაკაძე | თეკლა ხიჯაკაძე |
U12 | ინტელექტი | ბარბარე კობერიძე | სანდრო ლეჟავა | მარიამ ჯუღელი | მარიამ კაპანაძე | დავით აბაშიძე |
U12 | ტვინები | ელენე მახათაძე | ნატალი ბერაძე | ბარბარე კაპანაძე | თეკლა ლუტიძე | ქეთი ბახტაძე |
U12 | ანაბასისი | მათე კობახიძე | შოთა ბოლქვაძე | გიორგი სამხარაძე | მარიამ ქარქაშაძე | ელენე სვიანაძე |
? | გენიოსები | მარიამ ჩაფიჩაძე | მართა კაპანაძე | ლიზი მახათაძე | ქეთა შალამბერიძე |

























Comments