ალისუბნის მებრძოლები
- Anna Shalikiani
- Oct 31
- 2 min read
ალისუბნის თემის N1 საჯარო სკოლამ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.
შეჯიბრი სამ ასაკობრივ ჯგუფში - U5 (მე-3, მე-4 და მე-5 კლასები), U8 (მე-6, მე-7 და მე-8 კლასები) და U12 (მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასები) კატეგორიებში წარიმართა. ჯამში, ალისუბნის თემის N1 საჯარო სკოლის შიდა სასკოლო ტურში რვა გუნდმა იასპარეზა. თამაში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას.
ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს:
U5 კატეგორია: “მტრედები”, კაპიტანი -გაბრიელ რობაქიძე
U8 კატეგორია: “მებრძოლები”, კაპიტანი -თეკლა თურქაძე
U12 კატეგორია: “ლომები”, კაპიტანი -ნიკოლოზ ჯაბიძე
ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.
მადლობას ვუხდით ბატონ დავით კუტივაძეს და ტვინების ბრძოლის ორგანიზატორს — ანა ჭანტურიძეს, ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!
ალისუბნის თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონზე!
გაიცანით ალისუბნის თემის 1-ლი სკოლის ტვინიკოსები:
კატეგორია | გუნდი | კაპიტანი | მე-2 წევრი | მე-3 წევრი | მე-4 წევრი | მე-5 წევრი | სათადარიგო წევრი |
U5 | მტრედები | გაბრიელ რობაქიძე | სანდრო გუვუმბერიძე | ბარბარე მარუაშვილი | ირაკლი მარუაშვილი | მარიამ არსენიძე | |
U5 | წიწილები | ხუჯაძე თეკლა | ჩუბინიძე გიორგი | ცხელიშვილი ქეთევანი | სუთიძე ნინი | კენჭოშვილი ნინი | |
U8 | მებრძოლები | თეკლა თურქაძე | მარიამ თურქაძე | სოფიო კახიძე | ბარბარე დიაკონიძე | ნიკოლოზ ჩუბინიძე | |
U8 | პირველები | ლაშა ხუჯაძე | ვაჩე რობაქიძე | ანი ხუჯაძე | გიორგი არაბიძე | ||
U8 | ჭკვიანები | ზურა რიჟამაძე | ლილე რობაქიძე | ლუკა ხუჯაძე | მერაბი ჯანაშია | გიორგი კირკიტაძე | |
U8 | ტვინიკოსები | ვახო სახელაშვილი | ლიზი მარუაშვილი | ანდრია ბუცხრიკიძე | დათა კუტივაძე | ნენე სვიმონიშვილი | |
U12 | ლომები | ნიკოლოზ ჯაბიძე | ბარბარე კორტი | რეზი თორთლაძე | სალომე არაბიძე | ნორა ბოჭორიშვილი | ელენე რობაქიძე |
U12 | ჭკვიანები | მათე კირკიტაძე | ნინი კირკიტაძე | გურამ ნიკოლაძე | დათო ჩუბინიძე | ანი მუჯიძე | |
U12 | პირველები | მარიამ კირკიტაძე | ქეთი კენჭოშვილი | მარიამ ჭანკვეტაძე | მარიამ არაბიძე | თამუნა სარდანაძე |





















Comments