top of page

ალფა და ბეტა

სოჩხეთის საჯარო სკოლამ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.


შეჯიბრი სამ ასაკობრივ ჯგუფში - U5 (მე-3, მე-4 და მე-5 კლასები), U8 (მე-6, მე-7 და მე-8 კლასები) და  U12 (მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასები)კატეგორიებში წარიმართა. ჯამში, სოჩხეთის სკოლის შიდა სასკოლო ტურში შვიდმა გუნდმა იასპარეზა. თამაში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას. 


ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს:


U5 კატეგორია: “მერცხალი”, კაპიტანი -ნიტა შარვაძე

U8 კატეგორია: “ალფა”, ომარი გოტიაშვილი

U12 კატეგორია: “ფესვები”, კაპიტანი - თამარი ივანეიშვილი


ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.


მადლობას ვუხდით სოჩხეთის საჯარო სკოლის დირექტორს და ტვინების ბრძოლის ორგანიზატორს ქალბატონ ეთერი კაშიას, ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!


სოჩხეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონზე!


გაიცანით სოჩხეთს სკოლის ტვინიკოსები:

კატეგორია

გუნდი

კაპიტანი

მე-2 წევრი

მე-3 წევრი

მე-4 წევრი

მე-5 წევრი

U8

არწივი

ანასტასია გაბადაძე

მარიამ ალფაიძე

ლუკა მახარაშვილი

ლევანი ივანეიშვილი

სალომე ზაქარიაძე

U5

ვარსკვლავი

შალვა შარვაძე

ქეთევან გოტიაშვილი

ნიკოლოზ შარვაძე

ლელა ზაქარიაძე

ელენე ივანეიშვილი

U5

მერცხალი

ნიტა შარვაძე

ნიკოლოზ შარვაძე

ნიტა შარვაძე

ლიზი ფანცხავა

დავით არსენიძე

U8

ბეტა

ნინო არსენიძე

გიორგი ზაქარიაძე

ნიკოლოზ გორგაძე

ელენე


U8

ალფა

ომარი გოტიაშვილი

თათია ცნობილაძე

იოანე ცნობილაძე

მათე გოტიაშვილი

თეკლა მახარაშვილი

U12

ფესვები

თამარი ივანეიშვილი

მარიამ გაბადაძე

ლუკა ალფაიძე



U12

მზე

გიორგი ცნობილაძე

ია არსენიძე

ნინი ზაქარიაძე




Comments


bottom of page