top of page

აცანის ისარი, იახსარი და სხვები

აცანის საჯარო სკოლამ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.


შეჯიბრი ორ ასაკობრივ ჯგუფში - U5 (მე-3, მე-4 და მე-5 კლასები) და U12 (მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასები) კატეგორიებში წარიმართა. ჯამში, აცანის საჯარო სკოლის შიდა სასკოლო ტურში ოთხმა გუნდმა იასპარეზა. თამაში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას. 

 

ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.


მადლობას ვუხდით ბატონ ანდრო ქინქლაძეს და ტვინების ბრძოლის ორგანიზატორს — შორენა ლურსმანაშვილს, ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!


აცანის სკოლის მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონზე!


გაიცანით აცანის სკოლის ტვინიკოსები:


კატეგორია

გუნდი

კაპიტანი

მე-2 წევრი

მე-3 წევრი

მე-4 წევრი

მე-5 წევრი

U5

მზის სხივი

მარიამ დავითაძე

საბა ქანთარია

ანამარია მგელაძე

გიორგი გვიბირიძე

იონა ტუსკია

U5

ისარი

ზურა ქინქლაძე

ნიკოლოზ ნოზაძე

მარიამ წილოსანი

ნინია ჩხაიძე

სანდრო დუმბაძე

U12

იახსარი

გიორგი წილოსანი

დავით ჩხაიძე

ნიკოლოზ ჩხაიძე

ლაზარე ფირცხალაშვილი

ნინო ჩხაიძე

U12

მთიები

ანასტასია ტუსკია

ილია ჩხაიძე

ელენე დუმბაძე

გიორგი ჩხაიძე

საბა ჩხაიძე



Comments


bottom of page