აცანის "რეალი"
- Anna Shalikiani
- 3 days ago
- 1 min read

აცანის საჯარო სკოლამ ტვინების ბრძოლის გაზაფხულის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.
შეჯიბრი სამ ასაკობრივ ჯგუფში - U5(მე-3, მე-4 და მე-5 კლასები), U8(მე-6, მე-7 და მე-8 კლასები) და U12(მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასები) კატეგორიებში წარიმართა. ჯამში, შიდა სასკოლო ტურში 6-მა გუნდმა იასპარეზა. თამაში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას.
ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს:
U5 კატეგორია: "სხივი", კაპიტანი - მარიამ წილოსანი
U8 კატეგორია: "რეალი", კაპიტანი - ქრისტი დავითაძე
U12 კატეგორია: "მონასპა", კაპიტანი - გიორგი წილოსანი
ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.
მადლობას ვუხდით სკოლის დირექტორს, ანდრო ქინქლაძეს და ტვინების ბრძოლის ორგანიზატორთა გუნდს, ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!🙌
აცანის საჯარო სკოლის მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის გაზაფხულის სეზონზე!✨
გაიცანით აცანის საჯარო სკოლის ტვინიკოსები: 👇
კატეგორია | გუნდი | კაპიტანი | მე-2 წევრი | მე-3 წევრი | მე-4 წევრი |
U5 | სხივი | მარიამ წილოსანი | ნიკოლოზ ჩხაიძე | ნიკოლოზ ხუტაშვილი | ლიზა ჭაღალიძე |
U5 | ვარსკვლავები | გიორგი გვიბირიძე | სანდრო დუმბაძე | იოანა ტუსკია | ზურა ქინქლაძე |
U8 | რეალი | ქრისტი დავითაძე | მარიამ გვიბირიძე | მარიამ დავითაძე | ნიკოლოზ ნოზაძე |
U8 | გვირილა | გიორგი ფირხალაიშვილი | ნინი ჩხაიძე | საბა გიგილაძე | დავით ჩხაიძე |
U12 | მონასპა | გიორგი წილოსანი | დავით ჩხაიძე | საბა ჩხაიძე | ლუკა ჩხაიძე |
U12 | მთიები | ნიკოლოზ ჩხაიძე | ლაზარე ფირცხალაიშვილი | ანსტასია ტუსკია | გიორგი ჩხაიძე |
























Comments