"ზოოპარკელები" აბაშის N2 სკოლიდან
- Anna Shalikiani
- Nov 5
- 2 min read
აბაშის N2 საჯარო სკოლამ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.
შეჯიბრი სამ ასაკობრივ ჯგუფში - U5(მე-3, მე-4 და მე-5 კლასები) U8(მე-6, მე-7 და მე-8 კლასები) და U12(მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასები) კატეგორიებში წარიმართა. ჯამში, აბაშის N2 საჯარო სკოლის შიდა სასკოლო ტურში ოცდაორმა გუნდმა იასპარეზა. თამაში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას.
ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს:
U5 კატეგორია: “გონების გალაქტიკა”, კაპიტანი - ლიზი გოგებაშვილი
U8 კატეგორია: “იმედი”, კაპიტანი - ანდრია სულუაშვილი
U12 კატეგორია: “ზოოპარკელები”, კაპიტანი - საბა სიგუა
ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.
მადლობას ვუხდით სკოლის დირექტორს, ნინო ფხაკაძეს და ტვინების ბრძოლის ორგანიზატორს, ნინო ხინტკვირიას, ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!
აბაშის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონზე!
გაიცანით აბაშის N2 საჯარო სკოლის ტვინიკოსები:
კატეგორია | გუნდი | კაპიტანი | მე-2 წევრი | მე-3 წევრი | მე-4 წევრი | მე-5 წევრი |
U5 | გონების გალაქტიკა | ლიზი გოგებაშვილი | ესმა ესაკია | გაბრიელ ჭანტურია | ლუკა ქობალავა | ვაჟა ჩოჩია |
U5 | ვარსკვლავები | სესილი ბერიშვილი | ოთარ ჭანტურია | დეა ჩოჩია | მართა ჩაგანავა | ელენე შურღაია |
U5 | საზრიანები | ნია გაბელაია | გაბრიელ ცომაია | თამარ ცომაია | საბა მიმინოშვილი | ანასტასია ჩოჩია |
U5 | გონების არენა | ნია სიმონია | ციცინო ცომაია | ანანო ჭანტურია | ნათია სიმონია | ალექსანდრე კაჭარავა |
U5 | გამჭრიახნი | ბარბარე ბოკუჩავა | ანამარია გაბელაია | ანა მიქაძე | მარიამ ცქვიტაია | გიორგი გუგუშვილი |
U5 | არწივები | დავით ცომაია | ნია წერეთელი | ლიზი ნარმანია | დავით ცომაია | გაბრიელ ქურდობაძე |
U5 | ტვინების გალაქტიკა | ლუკა საბაშვილი | თამარ ჭანტურია | იოანე ჭანტურია | ნეონილა ჭაქვაძე | ანდრია კუჭუხიძე |
U8 | იმედი | ანდრია სულუაშვილი | ლევნი მიმინოშვილი | ზვიად ფოჩხუა | ანანო ჭანტურია | მარიამ ტაბიძე |
U8 | გონების ქარიშხალი | სანდრო დარცმელიძე | კატო მიმინოშვილი | ანასტასია ჩაგანავა | ნინო კაჭარავა | ლიზი ჩაკვეტაძე |
U8 | PSG | საბა ყოჩიშვილი | ზუკა გაბელაია | ნიკა ქორჩილავა | ლუკა მიქაძე | ლუკა კვაშილავა |
U8 | მომავლის სხივი | თამუნა გუგუშვილი | სალომე ქოიავა | ელენე გაბელაია | ანასტასია კუპრავა | ანასტასია ჭაქვაძე |
U8 | ხელოვანები | ნუნუ ესაკია | მათე საბაშვილი | მზია გაბელაია | გაბრიელ ჩოჩია | ანდრია პიჭეავა |
U8 | ტვინების ტალღა | ლუკა თედორაძე | თიკო გუგუშვილი | ანანო გიგინეიშვილი | ანა ლოლუა | მარიამ ბარაბაძე |
U8 | გენიოსები | გიორგი კუჭუხიძე | გაბრიელ ფარულავა | საბა ჩოჩია | ნიკოლოზ ხურცია | ანასტასია გვაზავა |
U12 | ზოოპარკელები | საბა სიგუა | ლუკა ტორდეზიანი | თემო ჭანტურია | მათე ადონია | ილონა ბოკუჩავა |
U12 | აქილევსის ქუსლი | მარიამ შეროზია | სოფიკო ჭანტურია | მილენა ცომაია | ლიზი გეგეშიძე | ნინი დანელია |
U12 | ხარკო | დავით დარცმელიძე | ანა მაკალათია | ნათა კიხირია | მარიამ გაბელაია | გიორგი თოფურია |
U12 | წყალი მთის | საბა თფურია | ბექა მაკალათია | გიორგი დავითაია | საბა ქოიავა | გიორგი გაბელია |
U12 | ამიკოს ანგელოზები | ანა ფრანგიშვილი | ნინო ჭანტურია | ნათია ნოდია | ლიზი იობაია | ამირან ჭაქვაძე |
U12 | თთქმის გენიოსები | მარიამ ფრანგიშვილი | თამარი გაბელია | მეგი ჭანტურია | მედეა ფუტკარაძ | ზურაბ ბოკუჩავა |
U12 | ვთქვი-თქვა | თამატ კიზირია | ელენე ტაბიძე | ელენე გაბელია | ელენე ცომაია | მარიამ ჩოჩია |
U12 | ჭკვიანების ძალა | ანა ენდელაძე | ელენე კაჭარავა | ბარბარე ქვილითაია | ნინო ბარამია | ირინა ცქვიტაია |















Comments