top of page
  • Writer's pictureeko

3 მარტი ტვინების ოლიმპიადის ფინალი

Updated: Feb 28

ტვინების ოლიმპიადის ფინალამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება, შესაბამისად

ჩემპიონატში ჩართული თითოეული მონაწილის სრულფასოვანი ასპარეზობისთვის, არსებითად ნიშვნელოვანია ყველა დეტალის ცოდნა.



კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ალექსი ბასილაძე პასუხობს შეკითხვებს.


როდის და რა განრიგით გაიმართება ტვინების ოლიმპიადის ფინალი ?

ტვინების ოლიმპიადის ფინალი 3 მარტს, რეალურ სივრცეში გაიმართება , ჩატარების ადგილად ქვეყნის მასშტაბით 10 ლოკაცია შევარჩიეთ. ფინალისტები შეიკრიბებიან შემდეგ ქალაქებში:თბილისი, რუსთავი, გორი, ქუთაისი,კახეთი, ბათუმი, ქობულეთი,ოზურგეთი, ზუგდიდი, ცაგერი. მისამართები დეტალურად განთავსებულია ჩვენს საიტზე.


საგნობრივი ოლიმპიადის ფინალი , როგორც იცით სამ საგანში: ქართულში,

მათემატიკასა და ინგლისურში ტარდება. ყველა საგანში ფინალური ტური 3

მარტს გაიმართება, ჩატარების დროები კი ასე გამოიყურება:

  •  ინგლისური 2-12 კლასის ჩათვლით 11:00 საათი

  •  მათემატიკა 2-12 კლასის ჩათვლით 14:00 საათი

  •  ქართული 2-12 კლასის ჩათვლით 17:00 საათი

რამდენია წერისთვის განკუთვნილი დრო და რამდენი საკითხისგან შედგება ტესტი?

ტესტები სხვადასხვა სირთულის და სპეციფიკის 15 საკითხს მოიცავს, ტვინების

ოლიმპიადის არსებითად გამორჩეული მხარე კრეატიული გადაწყვეტებია.

თითოეულ საგანში ტესტის წერა 60 წუთი გაგრძელდება.

რა ტიპის იქნება ტესტის შეკითხვები?

შერეული ხასიათის, უფრო ზუსტად კი დავალებები ქართულსა და მათემატიკაში მხოლოდ დახურული ტიპის შეკითხვებს აერთიანებს, ხოლო ინგლისურ ენაში მოცემულია, როგორც ღია, ისე დახურული ტიპის კითხვები.

რა არის ოლიმპიადის მიზანი? რა გამოგარჩევთ სხვა ოლიმპიადებისგან?

ოლიმპიადის მიზანია უნიკალური პრინციპის გამოყენებით მოსწავლეებმა გამოავლინონ, როგორც პროგრამული ცოდნა ასევე ზოგადი განათლება, გახდნენ ისინი უფრო მოტივირებულნი და შეიყვარონ საკონკურსო დავალებები.

ტვინების ოლიმპიადის არსებითად გამორჩეული მხარე კრეატიული გადაწყვეტებია, მოგეხსენებათ რომ ფინალისთვის სააკრედიტაციო ტესტირებები მოსწავლეებმა ონლაინ Kahoot პლათფორმაზე შეასრულეს , საიდანაც ტესტების 50 პროცენტი ხელოვნური ინტელექტის მიერ არის შედგენილი დანრჩენი კი შედგენილია საგნის სპეციალისტების მიერ, რაც შეეხება ფინალურ ტურს, ვიცით რომ რეალურ სივრცეში იმართება და გამორჩეული მხარეა ის, რომ ქართულისა და ინგლისურის დავალებების 1/3 წაკითხულის გააზრებას ითვალისწინებს, მატემატიკის შემთხვევაში კი დავალებების შესრულება, თითოეული მოსწავლისთვის მონაცემთა ანალიზის კარგი პრაქტიკა იქნება.


რა პრინციპით გამოვლინდებიან გამარჯვებულები?

ფინალური ეტაპი გამოვლენს, როგორც საქართველოს ჩემპიონებს, ასევე რეგიონში საუკეთესო შედეგების მქონე მოსწავლეებს -შესაბამისი კლასებიდან. სიმბოლურია რომ ოლიმპიადა ტარდება 3 მარტს დედის დღეს, მონაწილეებისთვის მოტივაციის კიდევ უფრო გასაზრდელად, ჩვენ ვგეგმავთ აქცია-პერფორმანსს: საგამოცდო სივრცეებში ტესტის წერასთან ერთად,

მოსწავლეები პასუხების ფურცელზე მონიშნავენ ბრძანებებს

ხელოვნური ინტელექტისთვის, რომელიც შექმნის სიმბოლურ საჩუქარს დედებისთვის, მონაწილეები ასევე თავად დაამზადებენ ორიგინალურ მისალოც ბარათებს დედებისა და

მასწავლებლებისთვის.


როდის გახდება ცნობილი შედეგები?

8 მარტს უკვე ცნობილი გახდება ჩემპიონატის პირველადი შედეგები, ამის

შემდგომ ერთი კვირის ვადაში, მოხდება აპელაციების განხილვა და საბოლოო

შედეგები განთავსდება მისამართზე https://www.brains.ge/olympics

ტვინების ბრძოლა ყველა მონაწილეს წარმატებებს უსრვებს.




527 views0 comments

コメント


bottom of page