top of page

ტვინების ბრძოლის გაზაფხულის სეზონი 2025 დაიწყო!

Updated: Feb 14

ინტელექტუალური თამაშების მოყვარულთათვის სასიამოვნო სიახლეა - "ტვინების ბრძოლის" გაზაფხულის სეზონი 2025 ოფიციალურად დაიწყო! ტრადიციული, მაგრამ ყოველთვის საინტერესო და მოულოდნელობებით სავსე ტურნირი კვლავ აერთიანებს გუნდურ აზროვნებას, ლოგიკასა და ზოგად ცოდნას.


სტრუქტურა

გაზაფხულის სეზონი 2025 იწყება ახალი სასწავლო სემესტრის დასაწყისში და მოიცავს ოთხ ეტაპს:

  1. შიდა სასკოლო პირველობა (თებერვალი-მარტი) – კერძო და საჯარო სკოლები "ტვინების ბრძოლის" საორგანიზაციო ჯგუფთან შეთანხმებული ფორმატით ატარებენ შიდა სასკოლო ჩემპიონატებს სამ ასაკობრივ კატეგორიაში. სკოლაში მოასპარეზე გუნდების საუკეთესო 50% გადადის მეორე ეტაპზე.

  2. საქალაქო პირველობა – ტურნირი 50-ზე მეტ ქალაქში ჩატარდება. წარმატებული გუნდები რეგიონულ ეტაპზე გადავლენ.

  3. რეგიონული პირველობა – ტურნირის ამ ეტაპზე გამოვლინდებიან რეგიონის ჩემპიონი და ფინალში მოასპარეზე გუნდები.

  4. ფინალი – ფინალი ჩატარდება რამდენიმე ქალაქში, სადაც გუნდები პარალელურ რეჟიმში შეეჯიბრებიან ერთმანეთს და ქვეყნის ჩემპიონები გამოვლინდებიან.


ახალი სეზონი მოიცავს მრავალფეროვან კითხვებს, ინოვაციურ ფორმატებს და გაუმჯობესებულ სათამაშო გარემოს. გუნდებს ელოდებათ აზარტული ტურები და არაპროგნოზირებადი შეკითხვები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა "დაანონსებულ წიგნებს", საიდანაც თამაშზე ორი შეკითხვა გაჟღერდება. დაანონსებული წიგნების გასაცნობად მოსწავლეებს კვლავაც შეეძლებათ "ტვინების ბრძოლის" ONLINE ბიბლიოთეკით სარგებლობა: brains.ge/library




ტექნიკური დეტალები

რეგისტრაცია: საქალაქო ეტაპზე მონაწილეობის მისაღებად აუცილებელიარეგისტრაციის გავლა ჩვენს საიტზე. გუნდს არეგისტრირებს კაპიტანი, რეგისტრაცია უფასოა: brains.ge/reg

ჩატარების დრო:

  • 11:00 – პირველი ასაკობრივი კატეგორია (III, IV და V კლასი)

  • 14:00 – მეორე ასაკობრივი კატეგორია (VI, VII და VIII კლასი)

  • 17:00 – მესამე ასაკობრივი კატეგორია (IX, X, XI და XII კლასი)

მისამართები: თამაშების ჩატარების ადგილები ქვეყნდება მისამართზე: brains.ge/adress

ჩემპიონატის წესები და შეფასება

  • თითოეული გუნდი შედგება ხუთი მონაწილისგან (დასაშვებია მე-6 სათადარიგო წევრი)

  • თითოეული გუნდი ასპარეზობს სკოლის სახელით

  • თამაშში დაისმება 15 შეკითხვა (მარტივი = 5 ქულა; საშუალო = 6 ქულა; რთული = 7 ქულა)

  • N8 შეკითხვა არის “კაპიტნების ტური” - სადაც მხოლოდ ერთი მოთამაშე რჩება სათამაშო მაგიდასთან

  • თითოეულ შეკითხვაზე მოსაფიქრებელი დრო არის 90 წამი

  • გამარჯვებულია გუნდი, რომელიც ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს


ვინ გახდება ჩემპიონი?

ვინ გახდება გაზაფხულის სეზონის ჩემპიონიამას აზარტით სავსე რამდენიმე კვირა გვიჩვენებს, ერთი რამ კი ნათელია – წინ დიდი ინტელექტუალური თავგადასავალი გველოდება!

 
 
 

Comments


bottom of page