სტუდენტებს და ნებისმიერი ასაკის ახალგაზრდებს! რეგულარული ჩემპიონატის გახსნითი თამაში
- ალექსანდრე ბასილაძე
- Sep 27, 2019
- 1 min read
Updated: Nov 28, 2019
ტვინების ბრძოლის ახალ სეზონზე სასიამოვნო სიახლე გვაქვს სტუდენტებისთვის, U12 კატეგორიის სკოლის მოსწავლეებისთვის და ნებისმიერი ასაკის ახალგაზრდებსათვის!

ელიტ-ლიგის შესახებ:
ელიტ-ლიგა არის ბრეინსის ახალი თამაში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის. ეს არის რეგულარული თამაშების სერია, რომელშიც მოხსნილია ასაკობრივი შეზღუდვა. ასევე არაა სავალდებულო გუნდის დაკომპლექტება ერთი სასწავლო დაწესებულებიდან (უნივერსიტეტი/სკოლა).
თამაშები გაიმართება სისტემატიურად, ორკვირიანი ინტერვალით. სადაც ერთმანეთს შეხვდებიან ტვინების ბრძოლის ვეტერანი მოთამაშეები, სტუდენტები და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები.
19 ოქტომბერი - ტურნირის გახსნა
ელიტ-ლიგის მხარდამჭერია “თბილისის ღია უნივერსიტეტი” - შესაბამისად ჩემპიონატს უმასპინძლებს ღია უნივერსიტეტი (მის: უნივერსიტეტის ქუჩა N2).
საორგანიზაციო ჯგუფი დაკომპლექტებულია ტვინების ბრძოლის წარმატებული მოაზროვნეებით.
თამაშზე მოსულ ადამიანებს ელოდებათ მეგობრული გარემო ნაცნობი სახეებით. წამახალისებელი პრიზებით დატვითული იქნება როგორც გახსნითი თამაში, ასევე ჩემპიონატის თითოეული შეხვედრა. საინტერესო სიახლეები იქნება თამაშის მიმდინარეობისას: სპონსორის სახელობის რაუნდებზე დაწესდება კრეატიული საჩუქრები, მათ შორის ინდივიდუალური საჩუქარი დაწესდება კაპიტნების ტურში. თითოეული სპონსორის შესახებ ინფორმაციას შეიტყობთ ჩვენი ფეისბუქ გვერდიდან.
მონაწილეობის მიღებისთვის აუცილებელია მარტივი, ხუთ ველიანი
შევსება. რეგისტრაცია დასრულდება 18 ოქტომბერს.
განრიგი: 19 ოქტომბერი, შაბათი, თამაში დაიწყება 18:00 საათზე
წესები:
ერთი გუნდი შედგება ხუთი მონაწილისაგან.
საფასური ერთი გუნდისთვის შესადგენს 25 ლარს.
დასაშვებია გუნდი შედგებოდეს სხვადასხვა სასწავლო დაწესებულების ნებისმიერი საფეხურის (უნივერსიტეტი/სკოლა) მოსწავლეებისგან/სტუდენტებისგან.
თამაშში დაისმება სულ 21 კითხვა. (მარტივი შეკითხვა = 5 ქულა; საშუალო = 6ქულა; რთული =7 ქულა.)
რიგით N11 შეკითხვა არის “კაპიტნების ტური” - სადაც მხოლოდ ერთი მოთამაშე რჩება სათამაშო მაგიდასთან.
თითოეული შეკითხვაზე მოსაფიქრებელი დრო არის 90 წამი.
მოსაფიქრებელი დროის ამოწურვისთანავე, კაპიტანი ვალდებულია ჩააბაროს ფურცელზე დაწერილი გუნდის პასუხი.
გამარჯვებულია ის გუნდი რომელიც ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს.
Comments