1,2,3 ანუ კვათანის სკოლის ბრწყინვალე სამეული
- Anna Shalikiani
- Oct 14
- 1 min read
კვათანის საჯარო სკოლამ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.
შეჯიბრი U5 (მე-3, მე-4 და მე-5 კლასები) კატეგორიაში წარიმართა. ჯამში, კვათანის საჯარო სკოლის შიდა სასკოლო ტურში ოცდაერთმა სამმა იასპარეზა. თამაში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას.
ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება შემდეგმა გუნდმა მოიპოვა:
U12 კატეგორია: “1”, კაპიტანი - თამარ ჭანტურია
ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.
მადლობას ვუხდით დირექტორს, ქალბატონ ლიანა საკანდელიძეს და ტვინების ბრძოლის ორგანიზატორს, ქალბატონ ციალა ღვამიჩავას ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!
კვათანის საჯარო სკოლის მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონზე!
კატეგორია | გუნდი | კაპიტანი | მე-2 წევრი | მე-3 წევრი | მე-4 წევრი | მე-5 წევრი |
U12 | 3 | მარიამ ლიპარტია | ბარბარე ცომაია | გიორგი სოხაძე | გოჩა ჭანტურია | ზურაბ ჭანტურია |
U12 | 2 | დათო კუპრეიშვილი | ლაშა ჭანტურია | ნინი გვაზავა | ბარბარე ზავრაშვილი | ანასტასია თოფურია |
U12 | 1 | თამარ ჭანტურია | თომა თოფურია | ამირან გვაზავა | ნინო ქორჩილავა | ბარბარე ჩაგანავა |













Comments