top of page

რეგიონალური ეტაპი / კავკასიის ღია ჩემპიონატი

Updated: Apr 1, 2019


14 აპრილს, კავკასიის ღია ჩემპიონატის ფარგლებში, გაიმართება: “რეგიონალური პირველობა”





რეგიონალური ჩემპიონატები ჩატარდება პარალელურ რეჟიმში, თითოეულ ქალაქში შეკრებილი გუნდები უპასუხებენ იდენტურ შეკითხვებს, პირველადგილოსანი გუნდები მოიპოვებენ რეგიონის ჩემპიონის სტატუსს, რეგიონის მასშტაბით საუკეთესო 30% ში მოხვედრილ გუნდებს მიეცემათ შესაძლებლობა იასპარეზონ ფინალურ ეტაპზე.


რეგიონალურ ჩემპიონატზე ერთმანეთს დაუპირისპირდებიან:


1 ჯგუფი - აჭარა: ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურის სკოლის გუნდები
2 ჯგუფი - გურია: ოზურგეთის, ლანჩხუთის ჩოხატაურის სკოლის გუნდები
3 ჯგუფი სამეგრელო 1: ზუგდიდის, ხობის წალენჯიხის სკოლის გუნდები
4 ჯგუფი სამეგრელო 2: სენაკის, მარტვილის, აბაშის სკოლის გუნდები
5 ჯგუფი სამეგრელო 3: ქალაქ ფოთის სკოლის გუნდები 
6 ჯგუფი იმერეთი 1: ქუთაისის, წყალტუბოს, ბაღდათის ,სამტრედიის და ხონის სკოლის გუნდები
7 ჯგუფი იმერეთი 2: ზესტაფონის, თერჯოლის, საჩხერეს, ჭიათურის და ხარაგაულის სკოლის გუნდები 
8 ჯგუფი შიდა ქართლი: გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის სკოლის გუნდები
9 ჯგუფი ქვემო ქართლი:  ქალაქ რუსთავის  სკოლის გუნდები
10 ჯგუფი კახეთი: თელავის, გურჯაანის, ახმეტის, ყვარლის საგარეჯოს სკოლის გუნდები
11 ჯგუფი: თბილისი 1 გლდანი-ნაძალადევისა და მცხეთის რაიონის სკოლის გუნდები
12 ჯგუფი: თბილისი 2 დიდუბე-ჩუღურეთისა და ძველი თბილისის რაიონის სკოლის გუნდები
13 ჯგუფი: თბილისი 3 ისანი-სამგორის რაიონის სკოლის გუნდები
14 ჯგუფი: თბილისი 4 ვაკე-საბურთალოს რაიონის სკოლის გუნდები

ჩატარების ადგილები (მისამართები) შეგიძლიათ იხილოთ აქ


 

თამაშების ჩატარების განრიგი საკობრივი ჯგუფების მიხედვით:

14 აპრილი - კვირა:


11:00 საათი პირველი ასაკობრივი კატეგორია Junior - III, IV და V კლასი;

14:00 საათი მეორე ასაკობრივი კატეგორია U8 - VI, VII და VIII კლასი;

17:00 საათიმესამე ასაკობრივი კატეგორია U12 - IX, X, XI და XIIკლასი.


 

წესები:

  • ერთი გუნდი შედგება ხუთი მონაწილისაგან.

  • თითოეული გუნდი ასპარეზობს სკოლის სახელით, შესაბმისად გუნდში მხოლოდ ერთი სკოლის მოსწავლეებია.

  • გუნდების რაოდენობა ერთი სკოლიდან შეზღუდული არ არის.

  • თამაშში დაისმება სულ 15 კითხვა. (მარტივი შეკითხვა = 5 ქულა; საშუალო = 6ქულა; რთული =7 ქულა.)

  • ორი შეკთხვა გაჟღერდება წინასწარ დაანონსებული წიგნიდან.

  • რიგით N8 შეკითხვა არის “კაპიტნების ტური” - სადაც მხოლოდ ერთი მოთამაშე რჩება სათამაშო მაგიდასთან.

  • თითოეული შეკითხვაზე მოსაფიქრებელი დრო არის 90 წამი.

  • მოსაფიქრებელი დროის ამოწურვისთანავე, კაპიტანი ვალდებულია ჩააბაროს ფურცელზე დაწერილი გუნდის პასუხი.

  • გამარჯვებულია ის გუნდი რომელიც ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს

  • მონაწილეობის მიღებისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა https://www.brains.ge/register

  • ტურნირში მონაწილეობა ფასიანია, ერთ მოსწავლეზე შეადგენს 15 ლარს.

5,347 views0 comments
bottom of page