top of page
  • Writer's pictureeko

ახალი სეზონი ახალი რეკორდების მოლოდინში

Updated: Apr 23


ტვინების ბრძოლა ახალ სეზონს იწყებს! გუნდურ ინტელექტუალური თამაში, თავისი მასშტაბებით ყოველწლიურ შედეგებს აუმჯობესებს და ახალი სეზონით ძველ რეკორდს ხსნის.

2024 წლის გაზაფხულის სერია, კიდევ უფრო მეტი საინტერესო სიახლეებით და ნოვაციური გადაწყვეტებით დაიგეგმა. სეზონმა სტარტი ძველ გუნდთან ერთად, განახლებული საკადრო შემადგენლობით აიღო. მოცვადობის გაზრდის მიზნით, კომპანიურ რგოლს დაემატა კადრები, სხვადასხვა მოწყვლადი რეგიონებიდან. განსაკუთრებით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი ოლიმპიადის წარმატებული მონაწილეები, წელს კომპანიას თანამშრომლის სტატუსით შემოუერთნენ. აღსანიშნავია რომ აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, პროექტის  გაცნობითი ხასიათის შეხვედრები, როგორც სკოლებთან ასევე რესურსცენტრებთან.

სიახლეების პარალელურად, ჩემპიონატი უკვე კარგად ნაცადი და დამკვიდრებული წესებით ჩატარდება. მთავარი პრინციპი მდგომარეობს შემდეგში - გუნდი უნდა დაკომპლექტდეს არაუმეტეს 6 მონაწილისგან, საიდანაც 5 ძირითადი მოთამაშეა, მე-6 კი სათადარიგო. მკვეთრად გამიჯნული წესების თანახმად, სათამაშო მაგიდასთან ერთდროულად დასხდომა შეუძლია მხოლოდ 5 მონაწილეს, მე6 წევრი კი თამაშს შეუერთდება ჩანაცვლების პრინციპით.

ტვინების ბრძოლა 3 ასაკობრივ კატეგორიაში ტარდება.

.პირველი ასაკობრივი კატეგორია (3,4,5) კლასი

.მეორე ასაკობრივი კატეგორია (6,7,8) კლასი

.მესამე ასაკობრივი კატეგორია (9,10,11,12) კლასი

მოსწავლეებს ასევე შეუძლიათ გუნდი, ასაკობრივი კატეგორიის შემადგენლობაში შესული, სხვადასხვა კლასებიდან დააკომპლექტონ.

პირველი ტური შიდა სასკოლო ჩემპიონატია, რომელიც პირველი აპრილიდან 25 აპრილამდე გაგრძელდება. მეორე ტურში გადავლენ ბარიერ გადალახული გუნდები, რომლებიც ერთმანეთს საქალაქო პირველობის სტატუსისთვის დაუპირისპირდებიან. საქალაქო ჩემპიონატი 19 მაისს გაიმართება.

ჩატარების ადგილების და განრიგების შესახებ ინფორმაცია, 10 მაისამდე გამოქვეყნდება. აღნიშნულის თაობაზე, მონაწილეები ასევე მიიღებენ ტექსტურ შეტყობინებას.


საქალაქო ტურის შემდგომ ტარდება რეგიონული პირველობა, ხოლო კულმინაცია არის მესამე ეტაპი- ფინალური ჩემპიონატი. თამაში განკუთვნილია მხოლოდ სკოლის მოსწავლეებისთვის. შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობა არის სრულიად უფასო, ხოლო საქალაქო ტურში ასპარეზობის ღირებულება შეადგენს 20 ლარს. აღსანიშნავია რომ ტვინების ბრძოლის პროექტებში ჩართული მოსწავლეების რაოდენობა და ინტერესი ყოველწლიურად მზარდია, რაც განპირობებულია ჩვენი მიმართულებების სპეციფიკით. კომპანიის მთავარი მიზანია, არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, სწორედ ამიტომ ჩვენი თამაშები აწყობილია იმგვარად, რომ მოსწავლეებმა საგნობრივი ცოდნის დადასტურების პარალელურად,

გაიღრმავონ ზოგადი განათლება. გუნდურ-ინტელექტუალური თამაში ,,ტვინების ბრძოლა“ მოსწავლეებში მნიშვნელოვნად უწყობს ხელს, წაკითხულის გააზრებასა და წიგნის კითხვისადმი სიყვარულის გაძლიერებას. ამ მიზნით ჩემპიონატის ყველა ეტაპამდე ანონსდება წასაკითხი წიგნები, საიდანაც თამაშში შესულია სამი შეკითხვა. აღნიშნული აძლევს მოსწავლეს მოტივაციას, წაიკითხოს დაანონსებული ლიტერატურა, ხოლო თუ წიგნი მისთვის უკვე ნაცნობია, უფრო სიღრმისეულად განამტკიცოს და გაიაზროს წაკითხულის შინაარსი. 

   ჩვენი პოექტების მთავარი მიზანია, მოსწავლეებში განვავითაროთ  ისეთი უნარები, როგორებიცაა:

ყურადღება, კონცენტრირება, მეხსიერება, ანალიზი, ლოგიკა, გადაწყვეტილების მიღება, სივრცეში ორიენტირება და სხვა. სწორედ ამ მოტივებზეა მორგებული მთავარი პრიზი  და ეს გახლავთ შემეცნებით-ინტელექტუალური ბანაკი, სადაც გამარჯვებული გუნდები უფასოდ ერთვებიან.

საგანმანათლებლო ორგანიზაცია ,,ტვინების ბრძოლა" ელის ახალი ჩემპიონების გამოვლენას.ჩვენ მზად ვართ თქვენთან ერთად ახალი სეზონი, კიდევ უფრო დაუვიწყარი გავხადოთ.


1,011 views0 comments
bottom of page