top of page

Search Results

51 items found for ""

  • გუნდური | Brains| ტვინების ბრძოლა

    ტვინების ბრძოლა გუნდური შეჯიბრი სავარჯიშო შეკითხვები რეგისტრირებული განრიგი და ქალაქები ბიბლიოთეკა გაზაფხულის სეზონ ი 2024 ​ ​ პირვ ელი ეტაპი 1აპრილი 6 მაისი “შიდა სასკოლო ჩემპიონატების” სერია: პროექტში ჩართული კერძო და საჯარო სკოლები, “ტვინების ბრძოლის” საორგანიზაციო ჯგუფთან შეთანხმებული ფორმატით, ლოკალურად ატარებენ ტვინების ბრძოლის შიდა სასკოლო ჩემპიონატებს სამ ასაკობრივ კატეგორიაში. გამარჯვებულ გუნდებს აჯილდოვებს “ბრეინსის” ადმინისტრაცია. ასევე, საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს გადაეცემათ სკოლათაშორის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება: ეს გახლავთ ჩემპიონატის მეორე ეტაპი, რომელიც იმართება ქალაქის/მუნიციპალიტეტის მასშტაბით. ​ მიმდინარე სეზონზე ტვინების ბრძოლა ჩატარდა 726 საჯარო და კერძო სკოლაში საქართველოს 51 ქალაქიდან, ​ სამივე ასაკობრივ კატეგორიაში იასპარეზა 6514 გუნდმა ​ ​ მეორე ეტაპი საქალაქო პირველობა 19 მაისს 45 ქალაქში გაიმართება. ტვინიკოსთა შერკინება გამოავლენს ქალაქის ჩემპიონებსა და პრიზიორ გუნდებს, მუნიციპალიტეტის მასშტაბით საუკეთესო 50%-ში მოხვედრილ გუნდებს კი მიეცემათ შესაძლებლობა, იასპარეზონ რეგიონულ ეტაპზე. ჩემპიონატზე წარმატებული ასპარეზობისთვის მნიშვნელოვანია "დაანონსებული წიგნის" წაკითხვა, საიდანაც თამაშზე 2 შეკითხვა გაჟღერდება" . რეგისტრირებული გუნდის მოსწავლეებს შეუძლიათ ისარგებლონ ტვინების ბრძოლის ONLINE ბიბლიოთეკით: brains.ge/library წიგნების დასახელება ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით იხილეთ, მთავარ გვერდზე მოაზროვნეების უკეთესად მომზადებითვის იმართება ONLINE სავარჯიშო ჩართვები შეკითხვების ავტორებთან და პროექტის ორგანიზატორებთან ერთად. ​ ​ მესამე ეტაპი - 2 ივნისი რეგიონული ჩემპიონატები გაიმართება პარალელურ რეჟიმში, თითოეულ სათამაშო დარბაზში შეკრებილი გუნდები უპასუხებენ იდენტურ შეკითხვებს, პირველადგილოსანი გუნდები მოიპოვებენ რეგიონის ჩემპიონის სტატუსს, რეგიონის მასშტაბით საუკეთესო 50%-ში მოხვედრილ გუნდებს კი მიეცემათ შესაძლებლობა, იასპარეზონ ფინალურ ეტაპზე. რეგიონულ ეტაპზეასევე გაჟღერდება შეკითხვები "დაანონსებული წიგნიდან" ​ ჩემპიონ გუნდის წევრებს გადაეცემათ ტიტულის დამადასტურებელი დიპლომი, სეტიფიკატებით დაჯილდოვდებიან საპრიზო ადგილზე გასული გუნდები. რეგიონულ ჩემპიონატზე მონაწილე გუნდებს წამახალისებელი პრიზებით ასევე დააჯილდოვებს ჩვენი ადგილობრივი პარტნიორები და სპონსორები. პრიზების შესახებ ინფორმაციას ეტაპობრივად ჩვენს FB გვერდზე გამცნობთ რეგიონულ ჩემპიონატზე ერთმანეთს დაუპირისპირდებიან: აჭარა : ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურის და ქედის სკოლის გუნდები. გურია : ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის სკოლის გუნდები. სამეგრელო: ზუგდიდის, ხობის წალენჯიხის ჩხოროწყუს სენაკის, მარტვილის, აბაშისა და ფოთის სკოლის გუნდები. იმერეთი : ქუთაისის, წყალტუბოს, ბაღდათის, ვანის, სამტრედიის, ხონის, ზესტაფონის, თერჯოლის, ტყიბულის, საჩხერის, ჭიათურის და ხარაგაულის სკოლის გუნდები. რაჭა-ლეჩხუმი და სვანეთი: ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის სკოლის გუნდები. შიდა ქართლი: გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის სკოლის გუნდები. ქვემო ქართლი: ქალაქ რუსთავის, ბოლნისისა და მარნეულის სკოლის გუნდები სამცხე-ჯავახეთი: ახალციხის, ადიგენის ასპინძისა და ბორჯომის სკოლის გუნდები მცხეთა-მთიანეთი: მცხეთის, დუშეთისა და თიანეთის სკოლის გუნდები კახეთი: თელავის, გურჯაანის, ახმეტის, საგარეჯოს, ყვარლისა და ლაგოდეხის სკოლის გუნდები თბილისი: გლდანი-ნაძალადევის, ისანი-სამგორის, ვაკე-საბურთალოს, დიდუბე-ჩუღურეთისა და ძველი თბილისის სკოლის გუნდები ​ მე ოთხე ეტაპი 16 ივნისი ფინალი ჩატარდება სამ ქალაქში: თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. სათამაშო მოედანზე შეკრებილი გუნდები გაერთიანდებიან საერთო ცხრილში. გუნდები პარალელურ რეჟიმში უპასუხებენ იდენტურ შეკითხვებს. ფინალი გამოავლენს ქვეყნის ჩემპიონებს სამივე ასაკობრივ კატეგორიაში. გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა მთავარი პრიზი - საგზური ბანაკში, იგივე "ტვინების ბრძოლის ინტელექტუალური ფესტივალზე", რომელიც სისტემატიურად იმართება სასკოლო არდადეგებებზე და გახლავთ ინტელექტუალი მოსწავლეების საყვარელი პროექტი brains.ge/camp ​ ​ წესები : ერთი გუნდი შედგება ხუთი მონაწილისაგან. თითოეული გუნდი ასპარეზობს სკოლის სახელით, შესაბმისად გუნდში მხოლოდ ერთი სასწავლო დაწესებულების მოსწავლეებია. თამაშში დაისმება სულ 15 კითხვა. (მარტივი შეკითხვა = 5 ქულა; საშუალო = 6ქულა; რთული =7 ქულა.) ორი შეკთხვა გაჟღერდება წინასწარ დაანონსებული წიგნიდან. რიგით N8 შეკითხვა არის “კაპიტნების ტური” - სადაც მხოლოდ ერთი მოთამაშე რჩება სათამაშო მაგიდასთან. თითოეული შეკითხვაზე მოსაფიქრებელი დრო არის 90 წამი. მოსაფიქრებელი დროის ამოწურვისთანავე, კაპიტანი ვალდებულია ჩააბაროს ფურცელზე დაწერილი გუნდის პასუხი. გამარჯვებულია ის გუნდი რომელიც ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს ტურნირში მონაწილეობისთვის გუნდს არეგისტრირებს კაპიტანი, რეგისტრაცია უფასოა brains.ge/reg საქალაქო ეტაპზე მონაწილეობის საფასური ერთი მოსწავლისთვის შეადგენს 20 ლარს. ​ განრიგი ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით: თამაშების ჩატარების ადგილები (მისამართები) ქალაქების მიხედვით იხილეთ აქ: brains.ge/adress ​ 11:00 საათი პირველი ასაკობრივი კატეგორია Junior - III, IV და V კლასი; 14:00 საათი მეორე ასაკობრივი კატეგორია U8 - VI, VII და VIII კლასი; 17:00 საათი მესამე ასაკობრივი კატეგორია U12 - IX, X, XI და XIIკლასი.

  • choose chess| Brains.ge

    ჭადრაკის ფინალისტთა სია “ტვინების ჭადრაკის” ფინალი გაიმართება 24 დეკემბერს, რეალურ გარემოში.ჩატარების ადგილები და განრიგი გამოქვეყნდება ჩვენს საიტზე:https://www.brains.ge/adress მონაწილეები დაწყვილდებიან კენჭისყრის მეთოდით და ერთმანეთთან კონკურენციაში იქნებიან რეგიონების მიხედვით.კენჭისყრის შედეგები გამოქვეყნდება როგორც www.chess-results.com (GEO), ასევე ჩვენს საიტზე www.brains.ge/results. U3 - 1,2,3 კლასი U6 - 4,5,6 კლასი U12 - 7,8,9,10,11,12 კლასი

  • ჩვენი გუნდი

    ჩვენი გუნდი ​ ​ ​ Read More აკაკი გოგოლიძე აღმასრულებელი დირექტორი ​ Read More მირიან მაღლაკელიძე WEB დეველოპერი ​ Read More ტირუნ ბიჩახჩიანი ქვემო ქართლის რეგიონის მენეჯერი ​ Read More მაკა ხარაბაძე აჭარა-გურიის რეგიონის მენეჯერი This is placeholder text. To change this content, double-click on the element and click Change Content. Read More თორნიკე მესხი პროექტის მენეჯერი ​ Read More ანა შალიკიანი პროექტის მენეჯერი ​ Read More ​ ​ ​ Read More სალომე ყურაშვილი კახეთის რეგიონის მენეჯერი This is placeholder text. To change this content, double-click on the element and click Change Content. Read More ქრისტინე ონიანი სამცხე-ჯავახეთისა და შიდა ქართლის რეგიონის მენეჯერი This is placeholder text. To change this content, double-click on the element and click Change Content. Read More ალექსანდრე ბასილაძე გენერალური დირექტორი ​ Read More ნინი დოლიძე პროექტის მენეჯერი ​ Read More ეკა შალამბერიძე ლოჯისტიკისა და მარკეტინგის მენეჯერი ​ Read More აქსანა მიქავა იმერეთის რეგიონის მენეჯერი This is placeholder text. To change this content, double-click on the element and click Change Content. Read More ​ ​ This is placeholder text. To change this content, double-click on the element and click Change Content. Read More

bottom of page