„ინტელექტის ფორმულა“
- Anna Shalikiani
- 23 hours ago
- 2 min read

ჩაისუბნის 2 საჯარო სკოლამ ტვინების ბრძოლის გაზაფხულის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.
შეჯიბრი სამ ასაკობრივ ჯგუფში - U5(მე-3, მე-4 და მე-5 კლასები), U8(მე-6, მე-7 და მე-8 კლასები) და U12(მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასები) კატეგორიებში წარიმართა. ჯამში, ჩაისუბნის 2 სკოლის შიდა სასკოლო ტურში 19-მა გუნდმა იასპარეზა. თამაში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას.
ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს:
U5 კატეგორია: "ჭკუის კოლოფები", კაპიტანი - ნია ყურშუბაძე
U8 კატეგორია: "ლომები", კაპიტანი - ანანო ყურშუბაძე
U12 კატეგორია: "იგლს", კაპიტანი - მირიან ცეცხლაძე
ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.
მადლობას ვუხდით სკოლის დირექტორს ნათელა ტაკიძეს და ტვინების ბრძოლის ორგანიზატორთა გუნდს, ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!🙌
ჩაისუბნის 2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის გაზაფხულის სეზონზე!✨
გაიცანით ჩაისუბნის 2 საჯარო სკოლის ტვინიკოსები: 👇
კატეგორია | გუნდი | კაპიტანი | მე-2 წევრი | მე-3 წევრი | მე-4 წევრი | მე-5 წევრი |
U5 | ჭკუის კოლოფები | ნია ყურშუბაძე | შოთიკო შამილიშვილი | სანდრო ბასილაძე | ჯიჯი მამულაძე | ლილი დავითაძე |
U5 | ბზიკები | სესილი კონცელიძე | ქეთი თურმანიძე | დაჩი ტარიელაძე | დემეტრე დავითაძე | ელენე ყურშუბაძე |
U5 | ლამპარი | ნია ანთაძე | ნინი აბულაძე | ელენე ყურშუბაძე | ნიკა შამილიშვილი | თომა ჭორბენაძე |
U5 | არწივები | რომა ცინარიძე | ზურა ყურშუბაძე | სალიტა ყურშუბაძე | ბარბარე ყურშუბაძე | ენრიკე გურგენიძე |
U5 | შუქურა | ანდრია დავითაძე | ლიზი ბოლქვაძე | ალექსი რიონიძე | ელენე ჯაყელიძე | ელენე ბერიძე |
U5 | ცოდნის მერცხლები | იოანე დავითაძე | გვანცა ბერიძე | ანასტასია ყურშუბაძე | მამუკა ყურშუბაძე | ანდრია შამილიშვილი |
U5 | ცოდნის მარცვლები | თედო ყურშუბაძე | ანასტასია რიონიძე | ავთო ბერიძე | გიგი მიქაბერიძე | ბარბარე აფხაზავა |
U5 | კუდრაჭები | ნია ყურშუბაძე | ეთუნა ჯიჯავაძე | ნია ფუტკარაძე | მირანდა ტარიელაძე | სანდრო ანთაძე |
U8 | ლომები | ანანო ყურშუბაძე | ნატალი ჯიჯავაძე | ანდრია გურგენიძე | ნინო ცეცხლაძე | ელენე კონცელიძე |
U8 | ბრეინრინგი | ანა მიქელაძე | საბა ცინარიძე | იოანე კონცელიძე | ალეკო დიასამიძე | ელენე გორჯელაძე |
U8 | ლაბირინთი | ნუცა ცეცხლაძე | ერეკლე ცეცხლაძე | ანდრია ყურშუბაძე | ნიკო დავითაძე | თინათინ ჩიბურდანიძე |
U8 | აინშტაინი | ლუსი ბოლქვაძე | მარიამ ყურშუბაძე | ანასტასია ტარიელაძე | გეგა ბერიძე | დემეტრე რიონიძე |
U8 | პირამიდა | ლიკა გორგილაძე | ლიზი ცენტერაძე | საბა დევაძე | გეგა გორგილაძე | ანანო აბულაძე |
U8 | პითაგორა | ირაკლი ბერიძე | ნინი მამულაძე | ანასტასია ბერიძე | ელენე შამილიშვილი | ანდრია შამილიშვილი |
U12 | იგლს | მირიან ცეცხლაძე | სანდრო დიასამიძე | ლუკა შამილიშვილი | ნიკა მოფინაძე | ლუკა აბაშიძე |
U12 | ფესვები | ანანო კონცელიძე | ლიზი აბულაძე | მარი ცეცხლაძე | მირიან ჯიჯავაძე | გიორგი ბოლქვაძე |
U12 | მერცხლები | ანასტასია ბერიძე | თეა ბოლქვაძე | ლიკა ვანაძე | ნინო ჯაღალიძე | თაკო ჩიბურდანიძე |
U12 | ინსაითი | ლანა ჩიბურდანიძე | ლენა ჭაღალიძე | ლიზი ჩიბურდანიძე | ანრი მოფრენაძე | სანდრო შამილიშვილი |
U12 | საზრიანები | ნინი მიქელაძე | ელენე ცინარიძე | ლარა გურგენიძე | ალინა ყურშუბაძე | ანასტასია ყურშუბაძე |
























Comments