„გონების სხარტი ნახტომი“
- Anna Shalikiani
- 6 hours ago
- 1 min read

დარჩელის N2 საჯარო სკოლამ ტვინების ბრძოლის გაზაფხულის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.
შეჯიბრი ორ ასაკობრივ ჯგუფში - U5(მე-3, მე-4 და მე-5 კლასები) და U8(მე-6, მე-7 და მე-8 კლასები) კატეგორიებში წარიმართა. ჯამში, დარჩელის N2 სკოლის შიდა სასკოლო ტურში 3-მა გუნდმა იასპარეზა. თამაში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას.
ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს:
U5 კატეგორია: "შერეკილები", კაპიტანი - თედო ბიგვავა
U8 კატეგორია: "სხარტები", კაპიტანი - სანდრო ჯამბურია
ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.
მადლობას ვუხდით სკოლის დირექტორს, ამერან ხუნჯგურუა და ტვინების ბრძოლის ორგანიზატორთა გუნდს, ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!🙌
დარჩელის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის გაზაფხულის სეზონზე!✨
გაიცანით დარჩელის N2 საჯარო სკოლის ტვინიკოსები: 👇
კატეგორია | გუნდი | კაპიტანი | მე-2 წევრი | მე-3 წევრი | მე-4 წევრი | მე-5 წევრი | მე-6 წევრი |
U5 | შერეკილები | თედო ბიგვავა | გიორგი ბიგვავა | გეგა ღულათავა | ბარბარე შაკიაშვილი | ვაკო გიგიბერია | მათე ბზაკალია |
U8 | სხარტები | სანდრო ჯამბურია | მარიამ ბიგვავა | ნათია კაპანაძე | ანდრო ცატავა | გიორგი ბიგვავა | |
U8 | გონიერები | ილონა გიგიბერია | ანდრო კუკავა | ბაია ბიგვავა | ანდრო ნაყოფია | გიორგი ბიგვავა |












Comments