top of page

ცეცხლოვანი თამაშები ცხამის სკოლაში

ცხამის საჯარო სკოლამ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.


შეჯიბრი სამ ასაკობრივ ჯგუფში - U5 (მე-3, მე-4 და მე-5 კლასები), U8 (მე-6, მე-7 და მე-8 კლასები) და  U12 (მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასები)კატეგორიებში წარიმართა. ჯამში, ცხამის საჯარო სკოლის შიდა სასკოლო ტურში ექვსმა  გუნდმა იასპარეზა. თამაში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას. 


ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.


მადლობას ვუხდით ბატონ გიორგი გულიაშვილს და ტვინების ბრძოლის ორგანიზატორს — კახაბერ სირაძეს, ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!


ცხამის საჯარო სკოლის  მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონზე!


გაიცანით ცხამის სკოლის ტვინიკოსები:


კატეგორია

გუნდი

კაპიტანი

მე-2 წევრი

მე-3 წევრი

მე-4 წევრი

მე-5 წევრი

U5

გულისა და გონების მეგობრები

ნატალი ქემერტელიძე

ლიზი სხირტლაძე

თამარ გულიაშვილი

ბარბარე აბრამიშვილი

ბარბარე კიკნაძე

U5

ცეცხლოვანი ქარიშხალი

ცოტნე გულიაშვილი

გიორგი მამაცაშვილი

გოდერძი მამაცაშვილი

მარიამ მამაცაშვილი

ელენე საღერაშვილი

U5

მგლები

საბა გულიაშვილი

გიორგი ქემერტელიძე

ვალერი აბრამიშვილი

ბარბარე ნოზაძე

ნია ბოჭოიძე

U8

ცეცხლოვნი არწივები

მარიამ საღერაშვილი

ლუკა გულიაშვილი

ნინი სხირტლაძე

ნინი ბოჭოიძე

გივი აბრამიშვილი

U8

ვარსკვლავები

ელენე გულიაშვილი

ლუკა ბოჭოიძე

გივი აბრამიშვილი

ნინი ბოჭოიძე


U12

მტრედი

პავლე ტალახაძე

ბონდო ხაჯალია

ნუცა ლავაძე

ქრისტინე გულიაშვილი

მირანდა სხირტლაძე


Comments


bottom of page