top of page

წიგნები საქალაქო ტურისთვის

Updated: 3 days ago

გთავაზობთ დაანონსებულ წიგნებს, ტვინების ბრძოლის საქალაქო ასპარეზობისთვის.


საყოველთაოდ ცნობილი ამბავია, რომ "ტვინების ბრძოლის" თამაშზე 2 შეკითხვა, დაანონსებული წიგნის თემატიკიდან ჟღერდება. შეკითხვების რედაქტორის დაჟინებული რჩევაა, რომ არ ენდოთ წიგნების ეკრანიზაციას და აუცილებლად წაიკითხოთ წიგნები. რჩევა რჩევად და წიგნების კითხვა რომ ძალიან სასარგებლო საქმიანობაა, ისედაც ვიცით <3


ქვემოთ, გაეცნობით წიგნების ანოტაციებს და თანდართულ PDF ვერსიებს, რაც შესაძლებლობას მოგცემთ ჩამოტვირთოთ წიგნები ნებისმიერ მოწყობილობაზე.



ree

U5 ასაკობრივი კატეგორია (3, 4, 5 კლასები)

ree

ოზის ჯადოქარი, ფრენკ ბაუმი


ამ წიგნში წაიკითხავთ ფრენკ ბაუმის ცნობილ ზღაპარს ყოვლისშემძლე ჯადოქარზე, რომელსაც ოზი ჰქვია და ნებისმიერი სურვილის ასრულება შეუძლია.


პატარა გოგონას, დოროთის სახლს ქარბორბალა აიტაცებს და უცხო ქვეყანაში გადაისვრის. შინისაკენ მიმავალ გზაზე დოროთი უჭკუო საფრთხობელას, უგულო რკინის კაც ტყეკაფიასა და მხდალ ლომს დაუმეგობრდება და ოთხივე ერთად გადაწყვეტს ჯადოქარი ოზის მოძებნას. იმოგზაურე მათთან ერთად და უამრავი უცნაური არსებაც გაიცანი: ჭიშკრის მცველი, ფრთოსანი მაიმუნები, უხელო თავჩაქუჩა კაცუნები; დაათვალიერე ზურმუხტ-ქალაქი…


1939 წელს ფრენკ ბაუმის ამ ნაწარმოების მიხედვით გადაიღეს მიუზიკლი „ოზის ქვეყნის ჯადოქარი“, რომელიც თავისი დროის ყველაზე პოპულარულ ჰოლივუდის ფილმად დასახელდა.






ree
U8 ასაკობრივი კატეგორია (6, 7, 8 კლასები)

ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა, ჯ.კ.როულინგი


ჰარი პოტერის ცხოვრებას ჯადოსნურს ნამდვილად ვერ უწოდებ. ბიჭი სამოწყალოდ ცხოვრობს დერსლებთან – დეიდასთან, ბიძასთან და საძაგელ დეიდაშვილთან. მისი ოთახი კიბის ქვეშ მდებარე პაწაწინა საწყობია, დაბადების დღისთვის კი განსაკუთრებულ საჩუქარს არ ელოდება. მაგრამ სწორედ მე-11 დაბადების დღეზე ჰარი ბუს ფოსტით იდუმალ წერილს იღებს. სწორედ, ამ წერილით იწყება სრულიად მოულოდნელი, ჯადოსნური ეტაპი ჰარის ცხოვრებაში.


„დაიმახსოვრე, ოცნებებში არ უნდა გადასახლდე და ცხოვრება არ უნდა დაივიწყო“ – ალბუს დამბლდორი თითქოს მკითხველსაც მოუწოდებს, არა მარტო თავის საყვარელ მოწაფე ჰარის.


ამ სამყარომ მოხიბლა და მოაჯადოვა სხვადასხვა ასაკის მილიონობით მკითხველი.


„ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“ ჯადოსნური სამყაროს დასაწყისია. ის 1997 წელს დიდ ბრიტანეთში გამოქვეყნდა. დღეისათვის პოტერომანების რაოდენობა კიდევ და კიდევ იზრდება.





ree
U12 ასაკობრივი კატეგორია (9, 10, 11, 12 კლასები)

ენდერის თამაში, ორსონ სკოტ კარდი


სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის საკულტო წიგნი „ენდერის თამაში“ ამერიკელი მწერლის ორსონ სკოტ კარდის ერთერთი გამორჩეული ნაწარმოებია.


ექვსი წლის ენდერ უიგინი სხვა სკოლაში გადაჰყავთ, სადაც მასწავლებლები ბავშვებს თამაშში უწერენ ნიშნებს. თუმცა, ამ სკოლის მოსწავლეები უბრალო თამაშებს არ თამაშობენ. ენდერის თამაში რთული და დაძაბულია, თამაშის შედეგი კი იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე...









აბა, ფ ა ნ ტ ა ს ტ ი კ უ რ მოგზაურობას გისურვებთ ფენტეზის ჟანრის წიგნებში და გელით საქალაქო ტურზე!



წიგნის PDF ვერსიის საჩუქრად მიღებისთვის მოგვწერეთ გუნდის ID კოდი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე

Comments


bottom of page