თეკლათელი მებრძოლები
- Anna Shalikiani
- Oct 22
- 2 min read
თეკლათის საჯარო სკოლამ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.
შეჯიბრი სამ ასაკობრივ ჯგუფში - U5 (მე-3, მე-4 და მე-5 კლასები), U8 (მე-6, მე-7 და მე-8 კლასები) და U12 (მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასები)კატეგორიებში წარიმართა. ჯამში, თეკლათის საჯარო სკოლის შიდა სასკოლო ტურში თხუთმეტმა გუნდმა იასპარეზა. თამაში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას.
ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს:
U5 კატეგორია: “ცოდნის ლამპარი”, კაპიტანი - ანდრია შამათავა
U8 კატეგორია: “ევრიკა”, კაპიტანი - ნიკა წურწუმია
U12 კატეგორია: “ლაჰილი”, კაპიტანი -გიგი ქალდანი
ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.
მადლობას ვუხდით ბატონ მერაბ დარჯანიას და ტვინების ბრძოლის ორგანიზატორს —სოფიკო შალიკაშვილს, ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!
თეკლათის საჯარო სკოლის მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონზე!
გაიცანით თეკლათის სკოლის ტვინიკოსები:
კატეგორია | გუნდი | კაპიტანი | მე-2 წევრი | მე-3 წევრი | მე-4 წევრი | მე-5 წევრი |
U5 | ვარსკვლავები | ანრი ბაბუხადია | ელენე ნაჭყებია | თამარ თუნთია | გიორგი კვარაცხელია | გაბრიელ კირტავა |
U5 | პირველები | გაბრიელ მესხი | ანდრია წურწუმია | ქეთი წერეთელი | ალექსი წურწუმია | ვერონიკა ბესიაური |
U5 | ცოდნის ლამპარი | ანდრია შამათავა | მილანა წურწუმია | ლილე ბებია | ლილე ლაშქარავა | გაბრიელ სამინავა |
U5 | არწივები | ანდრია კირტავა | ანი წერეთელი | მარიამ კვირკველია | ლუკა ახალაია | დავით ბებია |
U5 | ყველაზე ჭკვიანი | დაჩი დარჯანია | გიორგი წურწუმია | თენგიზ ლაშქარავა | ვიკა ბებია | საბა ჯაიანი |
U8 | ლუმინა | ანდრია პირტახია | ნატა კირტავა | გიორგი თუნთია | გიგი გვარამია | ლუკა მიქავა |
U8 | ევრიკა | ნიკა წურწუმია | ანამარია გვარამია | ანანო კვარაცხელია | ლაზარე ლაშქარავა | მამუკა ახალაია |
U8 | ცოდნის განგსტერები | მონიკა ლაშქარავა | ბარბარე სამინავა | ნატალი წრეწრემია | რუსა თოდუა | ნიკა ლაშქარავა |
U8 | მადაგასკარი | ნინო აჯიანი | გვანცა კუჭავა | თათია მისაბიშვილი | ნიკა ბებია | გიორგი გაგუა |
U8 | ევერესტი | ანდრია გარუჩავა | ზუკა კირტავა | დიმა წრერწრემია | რომა ბაბუხადია | მარიამ კირტავა |
U12 | კართაგანი | დათა წრერწემია | აკაკი ოთხოზორია | ნოდიკო ლაშქარავა | ნინი სამინავა | ნინი ქუთათელაძე |
U12 | მოაზროვნეები | გიორგი გოგოლი | ნიკა ივანიძე | მარიამ კურტანიძე | ლიზი კვარაცხელია | ნინო თუნთია |
U12 | ლაჰილი | გიგი ქალდანი | გვანცა ლაშქარავა | მარიამ გვარამია | ნატალი ოთხოზორია | ნინი ფაჩულია |
U12 | არგონავტები | იოსებ ოთხოზორია | ლუკა წრერწემია | საბა ქუთათელაძე | ანა ბარკალაია | ლიკა წრერწემია |
U12 | ჰოპლა | ნიკა ინჯგია | საბა ხარბედია | საბა ოკუჯავა | რომან ხარბედია | ნატა ბჟალავა |



























Comments