"კლასების ბრძოლა" ქორეთის სკოლაში
- Anna Shalikiani
- 1 day ago
- 2 min read
ქორეთის საჯარო სკოლამ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.
შეჯიბრი სამ ასაკობრივ ჯგუფში - U5 (მე-3, მე-4 და მე-5 კლასები), U8 (მე-6, მე-7 და მე-8 კლასები) და U12 (მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასები)კატეგორიებში წარიმართა. ჯამში, ქორეთის საჯარო სკოლის შიდა სასკოლო ტურში ათმა გუნდმა იასპარეზა. თამაში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას.
ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.
მადლობას ვუხდით ქალბატონ მაია აბესაძეს და ტვინების ბრძოლის ორგანიზატორს — მაია შუკაკიძეს, ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!
ქორეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონზე!
კატეგორია | გუნდი | კაპიტანი | მე-2 წევრი | მე-3 წევრი | მე-4 წევრი | მე-5 წევრი |
U12 | 10 კლასი | დავით რაზმაძე | მარიამ გრძელიძე | დავით ქადაძე | ნატალი მაჭარაშვილი | გიორგი ლომიძე |
U12 | 10 კლასი | მარიამ გულიტაშვილი | ანა გოგატიშვილი | სალომე ბერიძე | ქრისტინა გაბაძე | მარიამ ბარბაქაძე |
U12 | 12 კლასი | სანდრო მოდებაძე | თათია ლომიძე | ოთარი კაპანაძე | თამარ კუპატაძე | მაია ქამუშაძე |
U12 | 11 კლასი | მარიამ ლაბაძე | დავით ფარქოსაძე | თემური მოდებაძე | ნინო გულიტაშვილი | საბა ბაძვარაძე |
U5 | 4 კლასი | ბარბარე გოგატიშვილი | ანა გრძელიძე | თამარ რაზმაძე | ბარბარე ბაგრატიონი | ანანო ბოჭაშვილი |
U8 | 6 კლასი | ანა გოგატიშვილი | გაბრიელ ლომიძე | გიგა ნადირაძე | მარიამ ლომიძე | ბესო ფარქოსაძე |
U8 | 8 კლასი | ლანა ლაცაბიძე | ქეთი გრძელიძე | ია ფარქოსაძე | ბექა მაჭარაშვილი | ლიკა ფარქოსაძე |
U8 | 7 კლასი | ქეთი ლაცაბიძე | ანამარია კაპანაძე | ქრისტინა ლომიძე | გიორგი კაპანაძე | ნია თვალიაშვილი |
U5 | 3 კლასი | თენგიზ გოგიტაძე | ემილია კობახიძე | დანიელ შარვაძე | ზვიადი მოდებაძე | მარიამ ბიჭაშვილი |
U5 | 5 კლასი | თამარ ლაბაძე | სერგი ფარქოსაძე | ავთო გულიტაშვილი | ბარბარე ფარქოსაძე | ნინი შარვაძე |
Comments