top of page

"ხრესილის ბრძოლა - 2025"

ხრესილის საჯარო სკოლამ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.


შეჯიბრი სამ ასაკობრივ ჯგუფში - U5 (მე-3, მე-4 და მე-5 კლასები), U8 (მე-6, მე-7 და მე-8 კლასები) და  U12 (მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასები)კატეგორიებში წარიმართა. ჯამში, ხრესილის საჯარო სკოლის შიდა სასკოლო ტურში შვიდმა გუნდმა იასპარეზა. თამაში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას. 


ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს:


U5 კატეგორია: “ბეღურა”, კაპიტანი - მარიამ ბრეგაძე

U8 კატეგორია: “გონიერები”, კაპიტანი - მარიამ გაბრიაძე

U12 კატეგორია: “ლემურები”, კაპიტანი - ტარიელ ბრეგაძე


ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.


მადლობას ვუხდით ბატონ ზვიად კუბლაშვილს და ტვინების ბრძოლის ორგანიზატორს — ლალი ძოწენიძეს ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!


ხრესილის საჯარო სკოლის  მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონზე!


გაიცანით ხრესილის სკოლის ტვინიკოსები:

კატეგორია

გუნდი

კაპიტანი

მე-2 წევრი

მე-3 წევრი

მე-4 წევრი

მე-5 წევრი

U12

ლემურები

ბრეგაძე ტარიელი

კუბლიაშვილი ნინი

ბრეგაძე ნიკა

გვენეტაძე ლუკა

ბრეგაძე ლუკა

U12

ოკრიბა

ბარბარე ბრეგაძე

თემური კუტალაძე

მათე გვენეტაძე

თაკო ბრეგაძე

დიმიტრი ობოლაძე

U12

ჰუმანისტები

ობოლაძე თეკლა

ნადირაშვილი დათო

ქარქაშაძე ლიზი

გუგუშვილი ედუკა

ობოლაძე გიორგი

U8

გონიერები

მარიამ გაბრიძე

ანი კუბლაშვილი

ილია კუბლაშვილი



U8

დაჭრილი არწივი

გიორგი ბრეგაძე

ზაალ ბრეგაძე

ალექსი ხუჯაძე



U5

სპაიდერმენი

ნიკოლოზ გაბრიაძე

ნინო ლაფერაძე

მარიამ ყვავაძე

ლიზი ეგუტიძე

ბარბარე ბრეგაძე

U5

ბეღურები

ბრეგაძე მარიამი

ქვარქვაშძე ბარბარე

ბრეგაძე ანანო

კუბლაშვილი დიტო




Comments


bottom of page