"ბუნტის თავები" U12-დან :)
- Anna Shalikiani
- 22 hours ago
- 1 min read
ხაჯალიის საჯარო სკოლამ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.
შეჯიბრი ერთ ასაკობრივ ჯგუფში - U12 (მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასები)კატეგორიაში წარიმართა. ჯამში, ხაჯალიას საჯარო სკოლის შიდა სასკოლო ტურში სამმა გუნდმა იასპარეზა. თამაში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას.
ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება შემდეგმა გუნდმა მოიპოვა:
U12 კატეგორია: “ბუნტის თავები”, კაპიტანი - ნინი ჩხარტიშვილი
ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.
მადლობას ვუხდით ქალბატონ ხათუნა აფხაზავას და ტვინების ბრძოლის ორგანიზატორს — ზაური გოგიტიძეს, ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!
ხაჯალიას საჯარო სკოლის მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონზე!
გაიცანით ხაჯალიის სკოლის ტვინიკოსები:
კატეგორია | გუნდი | კაპიტანი | მე-2 წევრი | მე-3 წევრი | მე-4 წევრი | მე-5 წევრი |
U12 | ბუნტისთავები | ნინი ჩხარტიშვილი | საბა შაინიძე | თემო ნიკოლაიშვილი | ლიზი თვალავაძე | ანრი მიქელაძე |
U12 | IX | თორნიკე ნიკოლაიშვილი | ანასტასია შაინიძე | ზოია სირაძე | ნიკოლოზ | თეა სუსანიმე |
U12 | მეთერთმეტე | მარი სურმანიძე | ქეთი ტუღუში | დაჩი სურმანიძე | ანასტასია სარჯველაძე | ანრი აბაშიძე |
Comments