top of page

ღვანკითელი ვარსკლავების გზა ევერესტამდე

ღვანკითის  საჯარო სკოლამ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.


შეჯიბრი სამ ასაკობრივ ჯგუფში - U5 (მე-3, მე-4 და მე-5 კლასები), U8 (მე-6, მე-7 და მე-8 კლასები) და  U12 (მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასები)კატეგორიებში წარიმართა. ჯამში, ღვანკითის საჯარო სკოლის შიდა სასკოლო ტურში ცხრა გუნდმა იასპარეზა. თამაში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას. 


ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს:


U5 კატეგორია: “ევერესტი”, კაპიტანი - თომა წაქაძე

U8 კატეგორია: “ვარსკვლავები”, კაპიტანი - რეზი ზარნაძე

U12 კატეგორია: “მებრძოლები”, კაპიტანი -ნიკო ქურტაძე


ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.


მადლობას ვუხდით ქალბატონ ინგა ჯალიაშვილს და ტვინების ბრძოლის ორგანიზატორს —ნინო გოგიაშვილს, ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!


ღვანკითის საჯარო სკოლის მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის შემოდგომის სეზონზე!


გაიცანით ღვანკითელი ტვინიკოსები:


კატეგორია

გუნდი

კაპიტანი

მე-2 წევრი

მე-3 წევრი

მე-4 წევრი

მე-5 წევრი

U5

ცისარტყელა

მათე სარდანაძე

ბარბარე ქურცაძე

ცოტნე კუბლაშვილი

ნიაკო რობაქიძე


U5

ცისკარი

ნიკო გავაშელაშვილი

გაბრიელ პერანიძე

ლუკა სარდანაძე

ალექსი გავაშელაშვილი

ნინი გავაშელაშვილი

U5

ლომები

ჯეკო ბუსკივაძე

იანი ბუსკივაძე

გაბრიელი რობაქიძე

ნიკოლოზი ბოჭორიშვილი

კახაბერი სარდანაძე

U5

ევერესტი

თომა წაქაძე

ილია ზარნაძე

ია კუბლაშვილი

ქრისტინე

ლიკა ვაჭარაძე

U5

ცოდნის ლამპარი

დემეტრე

მარი ქურცაძე

მარი ზარნაძე

ნიკო კუბლაშვილი

სანდრო კუბლაშვილი

U8

არწივები

ლევანი სარდანაძე

გიორგი რობაქიძე

გიორგი ლომსაძე

ნოდიკო რობაქიძე

ფატი ზარნაძე

U8

ვარსკვლავები

რეზი ზარნაძე

ნინი ცინაძე

მარიამ სარდანაძე

ქრისტინე გავაშვილი

ლიზი ჯანგიანი

U12

გენიოსები

ანი ჯანგიანი

თიკო სარდანაძე

რეზი ბუსკივაძე

ანამარია რობაქიძე

გიორგი ზაზნაძე

U12

მებრძოლები

ნიკო ქურტაძე

იკია რობაქიძე

გიორგი ცერცვაძე

დათო კუპატაძე

ბარბარე კუპატაშვილი


Comments


bottom of page