top of page

ჭადრაკი - სპორტი თუ ხელოვნება?

წარმოადენს ჭადრაკი სპორტის სახეობას? თუ ეს ხელოვნებაა, რომელსაც საერთო არაფერი აქვს სპორტთან? თითოეულ ამ თვალსაზრისს ბევრი მხარდამჭერი და მოწინააღმდეგე ჰყავს.


ჩემპიონატი ჭადრაკის მოყვარული მოსწავლეებისათვის
ტვინების ჭადრაკი

ატარებენ ჩემპიონატებს ჭადრაკში, უძლიერესი მოჭადრაკეების გამოსავლენად. ამ გაგებით, ჭადრაკს, რა თქმა უნდა, სპორტი შეიძლება ვუწოდოთ. მაგრამ გამარჯვება მიიღწევა ინტელექტის და არა ფიზიკური ძალის მეშვეობით, რაც იმას ნიშნავს, რომ მას მხოლოდ პირობითად შეიძლება ეწოდოს სპორტი.


საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმაც კი აღიარა, რომ ჭადრაკი მხოლოდ 1999 წელს ითვლებოდა სპორტად, მაგრამ მის ჩართვას ოლიმპიური თამაშების პროგრამაში არ ჩქარობენ. ამიტომ, ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციას საკუთარი ოლიმპიადების ჩატარება უწევს. თუმცა კერლინგმა, რომელსაც ხშირად ყინულის ჭადრაკი ეწოდება, უკვე მიიღო ოლიმპიური კომიტეტის ნებართვა.



აი ერთი ვერსია იმისა, თუ რა განასხვავებს ჭადრაკს სპოტრისა თუ ხელოვნებისაგან. ის გაახმოვანა "ჭადრაკის ბატალიების" უშუალო მონაწილემ.


1983 წელს 17 წლის კანადელი მოჭადრაკე ალექს კუზნეცოვი ემზადებოდა პანამერიკული ახალგაზრდული ტურნირისთვის, რომელიც არგენტინაში უნდა ჩატარებულიყო.


მაგრამ ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად საკმაოდ დიდი თანხა იყო საჭირო, კუზნეცოვს კი ფინანსურად უჭირდა. დიდი ხნის განმავლობაში ალექსი უშედეგოდ სტუმრობდა სხვადასხვა სამთავრობო დაწესებულებებს, არგენტინაში გასამზავრებისთვის საჭირო თანხის მოძიების იმედით. ალექსი ცივ უარს იღებდა. არავის სურდა ნიჭიერი მოჭადრაკის დაფინანსება.


მართალია, ერთ-ერთი ფედერალური მინისტრი დათანხმდა კუზნეცოვის მიღებას და მოისმინა მისი თხოვნა. მინისტრმა მასთან ერთად რამდენინე პარტიაც კი ითამაშა, თუმცა თანხების გაცემას არ ჩქარობდა. მან ალექსს განუმარტა, რომ თანხები გარკვეული გრაფის მიხედვით უნდა გამოიყოს და ამისთვის ოფიციალურმა პირებმა ზუსტად უნდა იცოდნენ რა არის ჭადრაკი: სპორტი, ხელოვნება თუ უაზრო, ცარიელი დროის ტარება.


მინისტრმა ამ კითხვაზე ძალიან ორიგინალური პასუხი მიიღო ახალგაზრდა კაცისგან: "ხედავთ, სერ, - უპასუხა ალექს კუზნეცოვმა - ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ თამაშობს ჭადრაკს. როდესაც სმისლოვი თამაშობს - ეს ხელოვნებაა, როდესაც მე ვთამაშობ - ეს სპორტია და როდესაც თქვენ თამაშობთ - ეს უბრალო დროის ტარებაა."


ტვინების ბრძოლა კი ყველა ტვინიკოს ჭადრაკის მოყვარულ მოსწავლეებს ვთავაზობთ პირველ მასშტაბურ საჭადრაკო ტურნირს. დეტალები ჭადრაკი აუმჯობესებს მოსწავლეთა მრავალმხრივ უნარებს, როგორიცაა: ყურადღება, კონცენტრაცია, მეხსიერება, ანალიზი, ლოგიკა, გადაწყვეტილების მიღება, სივრცეში ორიენტაცია და სხვა. ეს უნარები პირდაპირ კავშირშია „ტვინების ბრძოლის“ მთავარ ფასეულობებთან, რომელსაც ჩვენ ვუზიარებთ მოსწავლეებს ჩვენი პროექტების მეშვეობით.






543 views0 comments

Comments


bottom of page