top of page

მეორე ეტაპი - გაზაფხულის სეზონი

Updated: Apr 17, 2022


შენთვის საჭირო ყველა ინფორმაცია ოლიმპიადაზე მონაწილეობისათვის



რეგიონული პირველობა

მონაწილეები ერთმანეთთან კონკურენციაში არიან რეგიონების მიხედვთ.

გამარჯვებულები გამოვლინდებიან კლასების მიხედვით - დაჯილდოვდებიან, როგორც საუკეთესო ქულის მქონე მოსწავლეები, ასევე ის მონაწილეები, რომლებმაც უმაღლესი შედეგი აჩვენეს ცალკეულ კატეგორიაში (მათემატიკა; ინგლისური; ქართული; ლოგიკა).


საუკეთესო სამეულისგან დაკომპლექტებული ნაკრები დაიცავს რეგიონის ინტერესებს ჰაკათონზე, რომელიც ჩატარდება მხოლოდ გამარჯვებული მოსწავლეებისათვის(I, II, III ადგილი)



მეორე ეტაპი

წესები:

​​

  • ტესტირების მაქსიმალური ქულაა .100

  • ტესტის წერისათვის განკუთვნილი დრო არის 90 წუთი.

  • დავალებები მოცემული იქნება, როგორც ღია, ასევე დახურული (ტესტური) სახით.

  • ოლიმპიადაზე გამოყენებული ტესტი იქნება ოთხ ნაწილიანი: ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა, მათემატიკა და ზოგადი განათლება.

  • თითოეული დავალების პასუხის მიღება მონაწილეს შეეძლება ამოხნის ალტერნატიული გზებით, მაგალითად ფაქტობრივი საკითხი რომელიც არ ეცოდინება ლიტერატურიდან, საინტერესო მინიშნებების საშუალებით შეიძლება ამოხსნას მათემატიკური მაგალითებით, ანდაც ლოგიკური აზროვნებით.

  • თითოეული საკითხი და ამოხსნის გზა დამატებით ინფორმაციის შემცველია, რისი საშუალებითაც მონაწილე ოლიმპიადისაგან მიიღებს ახალ გამოცდილებას, ამა თუ იმ საგნისა და ზოგადი განათლების კუთხით. იხილეთ ნიმუშები

  • ტვინების ბრძოლის ოლიმპიადა პარალელურად ჩატარდება 17 აპრილს. როგორც რეალურ გარემოში ასევე ონლაინ რეჟიმში. - https://www.brains.ge/online (ამ გვერდზე 17 აპრილს დამატებით განთავსდება Zoom ლინკი)

  • განრიგი:

11:00 საათზე - 3, 5, 7 კლასები

13:00 საათზე 4, 6, 8 კლასები

15:00 საათზე 9, 10, 11 12 კლასები

  • ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება ინდივიდუალურად შეუძლიათ მოსწავლეებს მე-3 დან მე-12 კლასის ჩათვლით.

  • მონაწილეობის მიღებისთვის აუცილებელია: 1) ადგილის დარეზერვება https://www.brains.ge 2) საკვალიფიკაციო (online ვიქტორინა) ტესტის დაძლევა ან მასწავლებლის რეკომენდაცია

  • ოლიმპიადაში მონაწილეობა ფასიანია, საფასური შეადგენს 35 ლარს.

  • გადახდა შესაძლებელია ინტერნეტ ბანკით ან მოცემული ბანკების ნებისმიერ ფილიალში, ანგარიშის ნომერზე: საქართველოს ბანკის BOG: GE07BG0000000101466758GEL თიბისი ბანკის TBC: GE53TB7977936080100006GEL

  • დანიშნულებაში ვუთითებთ სახელს გვარს და სკოლის დასახელებას მიმღები - შპს "ბრეინსი" ს/კ 412729908

  • შედეგები გამოქვეყნდება 12 სამუშაო დღის შემდეგ.​​

  • მონაწილეები ერთმანეთთან კონკურენციაში არიან რეგიონების მიხედვთ.

  • გამარჯვებულები გამოვლინდებიან კლასების მიხედვით - დაჯილდოვდებიან, როგორც საუკეთესო ქულის მქონე მოსწავლეები, ასევე ის მონაწილეები, რომლებმაც უმაღლესი შედეგი აჩვენეს ცალკეულ კატეგორიაში (მათემატიკა; ინგლისური; ქართული; ლოგიკა).

  • გამარჯვებული მონაწილეებისგან დაკომპლექტებული ნაკრები დაიცავს რეგიონის ინტერესებს 2 დღიან ჰაკათონზე


საგამოცდო ცენტრების მისამართი:

1. online რეჟიმში დასწრება - https://www.brains.ge/online

2.თბილისის საგამოცდო ცენტრი - 112 საჯარო სკოლა - ცოტნე დადიანის 28

3. იმერეთის საგამოდცო ცენტრი 1 - ქუთაისი, სკოლა პროგრესი - აღმაშენებლის გამზირი 20




დასკვნითი ეტაპი/ 20-21 მაისი

ჰაკათონი



  • ჰაკათონი ჩატარდება მხოლოდ რეგიონალური ეტაპის გამარჯვებული მოსწავლეებისათვის(I, II, III ადგილი)

  • საუკეთესო სამეულისგან დაკომპლექტებული ნაკრები დაიცავს რეგიონის ინტერესებს.

  • ჰაკათონის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები გაიმართება 2 დღის განმავლობაში.

  • მთავარი დავალება შეფასების კრიტერიუმებთან ერთად გამოცხადდება გახსნის დღეს.

  • გამარჯვებულები გამოვლინდებიან კლასების მიხედვით - დაჯილდოვდებიან, როგორც საუკეთესო ქულის მქონე მოსწავლეები, ასევე ის მონაწილეები, რომლებმაც უმაღლესი შედეგი აჩვენეს ცალკეულ კატეგორიაში.



5,408 views0 comments
bottom of page