top of page

ონლაინ ვიქტორინა -პირველი ეტაპი

Updated: Apr 9, 2022


ტვინების ბრძოლის სასკოლო ოლიმპიადა ტარდება ფინურ საგანმანათლებლო სტანდარტებზე დაყრდნობით.



ახალი საგანმანათლებლო რეალობიდან გამომდინარე მზარდია ინტერესი სწავლების არატრადიციულ და ალტერნატიულ ფორმებზე.

დისტანციური, ელექტრონული და ჰიბრიდული სწავლება უკვე ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია.


გლობალურ რესურსებზე ღია წვდომის კვალდაკვალ, სწავლების ამა თუ იმ მეთოდიკაში აქტუალური ხდება ახალი სოციალური უნარების განვითარება, სწორედ ამ გამოწვევებს პასუხობს ტვინების ბრძოლის ოლიმპიადა რომელიც მონაწილეებს საშუალებას აძლევს გამოიმუშავონ თვითშემეცნების უნარი, ფაქტობრივი ცოდნისა და ლოგიკური აზროვნების ინტეგრირებით, თავი გაართვან ნებისმიერი სახის დავალებას, როგორც ოლიმპიადის ფარგლებში ასევე ცხოვრებაში.





ვიქტორინის სტრუქტურა

  • ონლაინ ქვიზი არის ოთხნაწილიანი: ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა, მათემატიკა და ზოგადი განათლება.

  • თითოეული დავალების დაძლევა მონაწილეს შეეძლება ამოხსნის ალტერნატიული გზებით. მაგალითად, თუ მონაწილემ არ იცის პასუხი ფაქტობრივ ლიტერატურულ შეკითხვაზე, ამ პასუხამდე მისვლა შეეძლება საინტერესო მინიშნებებით, მათემატიკური მაგალითებით, ან ლოგიკური აზროვნებით.

  • ქვიზში სხვადასხვა სირთულისა და სპეციფიკის 5 დავალებაა.

  • წერისათვის განკუთვნილი დრო არის 60 წუთი.

  • სირთულის მიხედვით, დავალებები ფასდება სხვადასხვა ქულით.

  • ტესტის მაქსიმალური ქულაა 80.

  • მონაწილე ქულათა 30%-ის გადალახვის შემთხვევაში მოიპოვებს რეგიონულ ჩემპიონატში (დასწრებულ ტურში)ასპარეზობის უფლებას

  • წარმატებულ მონაწილეებს გადაეცემათ ონლაინ სერტიფიკატი

  • თითოეული საკითხი და ამოხსნის გზა დამატებით ინფორმაციის შემცველია, რისი საშუალებითაც მონაწილე ოლიმპიადისაგან მიიღებს ახალ გამოცდილებას, ამა თუ იმ საგნისა და ზოგადი განათლების კუთხით.



მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სკოლის მოსწავლეებს მესამედან მეთორმეტე კლასის ჩათვლით.

მონაწილეობა უფასოა, ტესტის წერისათვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა https://www.brains.ge/register

რეგისტრაციაში მითითებულ დროს მონაწილე ადმინისტრაციისაგან მიიღებს ბმულს, რომლის მეშვეობით ჩაერთვება ჩემპიონატში.




რეგიონული პირველობა დასწრებული ტური


მონაწილეები ერთმანეთთან კონკურენციაში არიან რეგიონების მიხედვთ.


გამარჯვებულები გამოვლინდებიან კლასების მიხედვით - დაჯილდოვდებიან, როგორც საუკეთესო ქულის მქონე მოსწავლეები, ასევე ის მონაწილეები, რომლებმაც უმაღლესი შედეგი აჩვენეს ცალკეულ კატეგორიაში (მათემატიკა; ინგლისური; ქართული; ლოგიკა).


საუკეთესო სამეულისგან დაკომპლექტებული ნაკრები დაიცავს რეგიონის ინტერესებს ჰაკათონზე, რომელიც ჩატარდება მხოლოდ გამარჯვებული მოსწავლეებისათვის(I, II, III ადგილი)


11,769 views0 comments
bottom of page