საქართველოს ღია ჩემპიონატი გუნდულ ინტელექტუალურ თამაშში “ტვინების ბრძოლა” სამ ეტაპად გაიმართება!

პირველი ეტაპი:

“შიდა სასკოლო ჩემპიონატების” სერია:

პროექტში ჩართული კერძო და საჯარო სკოლები, “ტვინების ბრძოლის” საორგანიზაციო ჯგუფთან შეთანხმებული ფორმატით, ლოკალურად ატარებენ ტვინების ბრძოლის შიდა სასკოლო ჩემპიონატებს სამ ასაკობრივ კატეგორიაში.
გამარჯვებულ გუნდებს აჯილდოებს ბრეინს.ჯის ადმინისტრაცია ასევე საპრიზო ადგილზე გასულ გუნდებს გადაეცემათ, საქალაქო სკოლათაშორის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება - რომელიც ტარდება რეგიონალური მასშტაბით.

 

მეორე ეტაპი:

რეგიონალური ჩემპიონატები გაიმართება პარალელურ რეჟიმში, თითოეულ ლოკაციაზე შეკრებილი გუნდები უპასუხებენ იდენტურ შეკითხვებს, პირველადგილოსანი გუნდები მოიპოვებენ რეგიონის ჩემპიონის სტატუსს, რეგიონის მასშტაბით საუკეთესო 30% ში მოხვედრილ გუნდებს მიეცემათ შესაძლებლობა იასპარეზონ ფინალურ ეტაპზე.

 

რეგიონალურ ჩემპიონატზე ერთმანეთს დაუპირისპირდებიან:

 

N1 ჯგუფი აჭარა: ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურის სკოლის გუნდები.

N2 ჯგუფი გურია: ოზურგეთის, ლანჩხუთის ჩოხატაურის სკოლის გუნდები

N3 ჯგუფი სამეგრელო 1: ზუგდიდის, ხობის წალენჯიხის სკოლის გუნდები

N4 ჯგუფი სამეგრელო 2: სენაკის, მარტვილის, აბაშის სკოლის გუნდები

N5 ჯგუფი სამეგრელო 3: ქალაქ ფოთის სკოლის გუნდები 

N6 ჯგუფი იმერეთი 1: ქუთაისის, წყალტუბოს, ბაღდათის ,სამტრედიის და ხონის სკოლის გუნდები

N7 ჯგუფი იმერეთი 2: ზესტაფონის, თერჯოლის, საჩხერეს, ჭიათურის და ხარაგაულის სკოლის გუნდები 

N8 ჯგუფი შიდა ქართლი: გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის სკოლის გუნდები. 

N9 ჯგუფი ქვემო ქართლი:  ქალაქ რუსთავის  სკოლის გუნდები

N10 ჯგუფი კახეთი: თელავის, გურჯაანის, ახმეტის, ყვარლის საგარეჯოს სკოლის გუნდები

N11 ჯგუფი: თბილისი 1 გლდანი-ნაძალადევისა და მცხეთის რაიონის სკოლის გუნდები

N12 ჯგუფი: თბილისი 2 დიდუბე-ჩუღურეთისა და ძველი თბილისის რაიონის სკოლის გუნდები

N13 ჯგუფი: თბილისი 3 ისანი-სამგორის რაიონის სკოლის გუნდები

N14 ჯგუფი: თბილისი 4 ვაკე-საბურთალოს რაიონის სკოლის გუნდები


მესამე ეტაპი:

ფინალი - ე.წ ‘დისტანციური სუპერფინალი’ საქართველოში მოასპარეზე გუნდებისათვის ჩატარდება სამ ლოკაციაზე: თბილისში ქუთაისსა და ბათუმში. სათამაშო მოედანზე შეკრებილი გუნდები გაერთიანდებიან საერთო ცხრილში.
შეკითხვები გაჟღერდება წინასწარ ჩაწერილი აუდიო ფორმატით, რაც გუნდებს თანაბარ პირობებში ასპარეზობის საშუალებას აძლევს.

 

ფინალი გამოავლენს ქვეყნის ჩემპიონ გუნდს სამივე ასაკობრივ კატეგორიაში.


 

თამაშის წესები:

  • ერთი გუნდი შედგება ხუთი მონაწილისაგან.

  • გუნდების რაოდენობა ერთი სკოლიდან შეზღუდული არ არის.

  • თამაშში დაისმება სულ 15 კითხვა. (მარტივი შეკითხვა = 5 ქულა; საშუალო = 6ქულა; რთული =7 ქულა.)

  • თითოეული თამაშის წინ ანონსდება წიგნი, საიდანაც თამაშზე გაჟღერებული იქნება 2 შეკთხთვა

  • რიგით N8 შეკითხვა არის “კაპიტნების ტური” - სადაც მხოლოდ ერთი მოთამაშე რჩება სათამაშო მაგიდასთან.

  • თითოეული შეკითხვაზე მოსაფიქრებელი დრო არის 90 წამი.

  • მოსაფიქრებელი დროის ამოწურვისთანავე, კაპიტანი ვალდებულია ჩააბაროს ფურცელზე დაწერილი გუნდის პასუხი.

  • გამარჯვებულია ის გუნდი რომელიც ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს.

  • Facebook - Black Circle
  • Twitter - Black Circle
  • YouTube - Black Circle

© 2019 Brains.ge

ძველი თბილისი თბილისი საქართველო