top of page

შალვა ბეგიაშვილი

ბრეინშტორმი -ზალდასტანიშვილის ამერიკული აკადემია

მეგობრებო, გაიცანით "ბრეინშტორმის" კიდევ ერთი მონაწილე, შალვა ბეგიაშვილი!

შალვა ზალდასტანიშვილის ამერიკული აკადემიის მე-9 კლასის მოსწავლეა. ის 19 ნოემბრის ოფიციალური თამაშის მონაწილეა, თუმცა მანამდე ბრეინს ექსპედიციაზეც ითამაშა "ბრეინშტორმი" და ფინალშიც გადავიდა!


უკვე 3 წელია ბრეინსელია და "ტვინების ბრძოლაშიც" ხშირად მონაწილეობს, თუმცა განსაკუთრებით აქტიურად და წარმატებულად მიმდინარე სეზონში ჩაერთო.

ახალი ინდივიდუალური ინტელექტუალური თამაში ძალიან მოეწონა! ამბობს, რომ თავიდან ცოტა ერთულა, თუმცა წესებს ადვილად აუღო ალღო.

შალვას ძალიან უყვარს სპორტი, ფიზიკა და მათემატიკა! მისი ჰოფია კალათბურთის თამაში, ფეხბურთის თამაში და ყურება!


შალვა ყველა მოსწავლეს ურჩევს "ბრეინშტორმში" მონაწილეობის მიღებას, რადგან ეს თამაში მათ დაეხმარებათ კონცენტრაციაში, ფაქტობრივი ცოდნის შეძენაში, სტრატეგიის სწორად შერჩევასა და ინტუიციის შემოწმებაში!

მადლობას ვუხდით შალვას ჩვენს ინტელექტუალურ თამაშებში აქტიური მონაწილეობისთვის და წარმატებას ვუსურვებთ მას მომავალში!

შალვა ბეგიაშვილი
bottom of page