"ბუნტისთავები" ხაჯალიიდან
- Anna Shalikiani
- Apr 7
- 1 min read
ხაჯალიის საჯარო სკოლამ ტვინების ბრძოლის გაზაფხულის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.
შეჯიბრი ორ ასაკობრივ ჯგუფში - U8(მე-6, მე-7 და მე-8 კლასები) და U12(მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასები) კატეგორიებში წარიმართა. ჯამში, შიდა სასკოლო ტურში 6 გუნდმა იასპარეზა. თამაში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას.
ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს:
U8 კატეგორია: "გონება პლუსი", კაპიტანი - ნინო ბუნტური
U12 კატეგორია: "ტიფლისი", კაპიტანი - საბა მურვანიძე
ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.
მადლობას ვუხდით სკოლის დირექტორს, ხათუნა აფხაზავას და ტვინების ბრძოლის ორგანიზატორთა გუნდს, ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!🙌
ხაჯალიის საჯარო სკოლის მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის გაზაფხულის სეზონზე!✨
გაიცანით ხაჯალიის საჯარო სკოლის ტვინიკოსები: 👇
კატეგორია | გუნდი | კაპიტანი | მე-2 წევრი | მე-3 წევრი | მე-4 წევრი | მე-5 წევრი | მე-6 წევრი |
U8 | მებრძოლები | ანამარია გობრონიძე | ნინი აბაშიძე | გიგი ბოლქვაძე | სოფო სირაძე | ნინო რობაქიძე | ანამარია გობრონიძე |
U8 | გონება პლუსი | ნინო ბუნტური | ნათია ნიკოლაიშვილი | ელენე გუჯაბიძე | დეა დარჩიძე | ელენე ბერიძე | |
U8 | ტვინიკოსები | ეთერ ურუშაძე | სანდრო ტუღუში | რატი შაინიძე | ნიკო თავაძე | ლიზი გოგიტიძე | |
U12 | ბუნტისთავები | საბა შაინიძე | ნინი ჩხარტიშვილი | ლიზი ბუნტური | თემურ ნიკოლაიშვილი | ანრი მიქელაძე | |
U12 | მგლები | ნოდიკო ჭანტურია | რეზი ყარადაშვილი | ზურა უშვერიძე | დათო თევზაძე | გიო შაინიძე | |
U12 | ტიფლისი | საბა მურვანიძე | ელენე ხარაბაძე | რეზო გაბაიძე | დაჩი სურმანიძე | ქეთი ტუღუში |












Comments