top of page

"ნეირონ გამგელებულები" სამტრედიიდან :)


სამტრედიის N8 საჯარო სკოლამ ტვინების ბრძოლის გაზაფხულის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.


შეჯიბრი სამ ასაკობრივ ჯგუფში - U5(მე-3, მე-4 და მე-5 კლასები), U8(მე-6, მე-7 და მე-8 კლასები) და U12(მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასები) კატეგორიებში წარიმართა. ჯამში, შიდა სასკოლო ტურში 10-მა გუნდმა იასპარეზა. თამაში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას.


ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს:


U5 კატეგორია: "მათემატიკოსები", კაპიტანი - ზურა კალაძე

U8 კატეგორია: "ცელქები", კაპიტანი - ელენე კოპალეიშვილი

U12 კატეგორია: "ლოგიკა", კაპიტანი - ბარბარე ჯაია


ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.


მადლობას ვუხდით სკოლის დირექტორს, ჟულიეტა ჩხაიძეს და ტვინების ბრძოლის ორგანიზატორთა გუნდს, ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!🙌


სამტრედიის N8 საჯარო სკოლის მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის გაზაფხულის სეზონზე!✨


გაიცანით სამტრედიის N8 საჯარო სკოლის ტვინიკოსები: 👇

კატეგორია

გუნდი

კაპიტანი

მე-2 წევრი

მე-3 წევრი

მე-4 წევრი

მე-5 წევრი

მე-6 წევრი

U5

მათემატიკოსები

ზურა კალაძე

მერაბი კალაძე

მარიამ კვანტალიანი

ნინო ვარძელაშვილი

მონიკა ხუბუა


U5

თოლიები

ნიკოლოზ ცაგარეიშვილი

ნიკოლოზ თევზაძე

ნიკოლოზ ხუჭუა

ნინი კოპალეიშვილი

ნია კვანტალიანი

საბა კახიანი

U5

ლოები

გაბრიელ კვინტრაძე

ლიზი თევზაძე

გაბრიელ ზათარაძე

ლუკა აბრამიშვილი

ბარბარე გერალოია

გიორგი ვარძელაშვილი

U8

ცელქები

ელენე კოპალეიშვილი

აკაკი ნინუა

ნიკოლოზ კალაძე

მარიამ კოპალეიშვილი

როდამ ჯულაყიძე


U8

მგლები

მარიამ კალაძე

დავით ლეჟავა

მარიამ ჯულაყიძე

თამუნა კალაძე

მარიამ ზამთარაძე


U8

ნეირონ გამგელებულები

ბარბარე კოპალეიშვილი

გიორგი თევზაძე

ანასტასია ხუჭუა

ნია კანკავა

ლუკა კვინტრაძე


U8

მუშკეტერები

ანასტასია ხუჭუა

ნუცა კალაძე

რობერტ დევიძე

ლუკა ლიპარტელიანი

მარიამ კოხრეიძე


U12

ლოგიკა

ბარბარე ჯაია

ლუკა ბარკალაია

ბარბარე პირველი

მარიამ მანჯგალაძე

დიმიტრი სტურუა

ვაჟა სტურუა

U12

ლომები

გაბრიელ კალაძე

ბარბარე ხუჭუა

გიორგი კალაძე

დათო ხუჭუა

მარიამ გაგუა


U12

მგლები

ვერიკო ჯულაყიძე

თამუნა ბარკალაია






Comments


bottom of page