"მესიის მახვილი" ლანჩხუთიდან :)
- Anna Shalikiani
- Mar 31
- 2 min read
საქართველოს საპატრიარქოს ლანჩხუთის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მართლმადიდებლურმა სკოლამ ტვინების ბრძოლის გაზაფხულის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.
შეჯიბრი სამ ასაკობრივ ჯგუფში - U5(მე-3, მე-4 და მე-5 კლასები), U8(მე-6, მე-7 და მე-8 კლასები) და U12(მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასები) კატეგორიებში წარიმართა. ჯამში, ლანჩხუთის მართლმადიდებლური სკოლის შიდა სასკოლო ტურში თორმეტმა გუნდმა იასპარეზა. თამაში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას.
ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს:
U5 კატეგორია: “ისტორიკოსები”, კაპიტანი - თამარ ჩხაიძე
U8 კატეგორია: “მერანი”, კაპიტანი - მათე ქავზინაძე
U12 კატეგორია: “მესიის მახვილი” კაპიტანი - რეზო წერეთელი
ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.
მადლობას ვუხდით სკოლის დირექტორს, გივი კიკვაძეს და ინგა აფხაძეს, ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალურ განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!
ლანჩხუთის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის გაზაფხულის სეზონზე.
გაიცანით ლანჩხუთის მართლმადიდებლური სკოლის ტვინიკოსები:
კატეგორია | გუნდი | კაპიტანი | მე-2 წევრი | მე-3 წევრი | მე-4 წევრი | მე-5 წევრი |
U5 | ისტორიკოსები | თამარ ჩხაიძე | თამარ აბუსერიძე | ანა იმნაძე | გიორგი ტუღუში | ნიკოლოზ სიხარულიძე |
U5 | ჭიამაიები | ბარბარე გოგოლაძე | ნინი ლომთათიძე | ელენე გალოგრე | ანამარია ტუღუში | ნატა ჩხაიძე |
U5 | შერეკილები | საბა ქიქავა | ჯაბა მარგველიანი | გაბრიელ მარგალიტაძე | ილია ჩხაიძე | სერგი მოისწრაფეშვილი |
U5 | ტვინიკოსები | ნიტა ჩხაიძე | ნატალი ტუღუში | ბარბარე იმნაძე | დაჩი ჩხაიძე | ანდრია ხელაძე |
U5 | გენიოსები | ნიკოლოზ რკინაური | დემეტრე იმედაიშვილი | გიორგი ბერიძე | დათო გოგოაძე | სარა წულაძე |
U5 | გურული ბიჭები | ზუკა ორაგველიძე | ნიკოლოზ ორაგველიძე | ნიკოლოზ ებრალიძე | ანი მარწანიშვილი | კვირკველია გუგა |
U8 | ტოპ კლასი | ნიკოლოზ ჩხაიძე | ანდრია ორაგველიძე | ნატალი მოისწრაფეშვილი | გიორგი კირვალიძე | რამაზი კაპანაძე |
U8 | მეგა ტვინები | თეკლა წულაძე | თამუნა ლომაძე | ზურიკო აბუსერიძე | დანიელ ხინთიბიძე | ლევან რკინაული |
U8 | მერანი | მათე ქავზინაძე | გაბრიელ ხინთიბიძე | ქრისტინე ხუხუნაიშვილი | ბარბარე მშვიდობაძე | |
U12 | 4G + 1 | ანასტასია ჭყონია | გენადი ჯიბლაძე | ლელა წერეთელი | თათული ხოფერია | ბექა გვასალია |
U12 | მესიის მახვილი | რეზო წერეთელი | ლიზი ქიქავა | ლუკა გოგეშვილი | ინგა იმნაძე | დიმიტრი კობალავა |
U12 | Formula 5 | ვახტანგ თავდიშვილი | ნიკოლოზ წულაძე | ილია ჩხაიძე | ბეჟან ყიფშიძე | ნუკრი ვანაძე |
U12 | ვფიქრობთ | ლუკა ჩხაიძე | ლილე ფირცხალაიშვილი | ელენე წულაძე | ნიკოლოზ თედიშვილი | ლუკა ასკურავა |
















Comments