ფაზისის ბრძოლები ტვინით!
- Anna Shalikiani
- Apr 7
- 2 min read
ფოთის N15 საჯარო სკოლამ ტვინების ბრძოლის გაზაფხულის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.
შეჯიბრი სამ ასაკობრივ ჯგუფში - U5(მე-3, მე-4 და მე-5 კლასები), U8(მე-6, მე-7 და მე-8 კლასები) და U12(მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასები) კატეგორიებში წარიმართა. ჯამში, შიდა სასკოლო ტურში 20-მა გუნდმა იასპარეზა. თამაში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას.
ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს:
U5 კატეგორია: "ჰელფაიერი", კაპიტანი - ბარბარე ებსალიძე
U8 კატეგორია: "ევრიკა", კაპიტანი - ლიზი გოგია
U12 კატეგორია: "კარცერ-ლუქსი", კაპიტანი - რომა ცეკვაშვილი
ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.
მადლობას ვუხდით სკოლის დირექტორს, ნანა საბულუას და ტვინების ბრძოლის ორგანიზატორთა გუნდს, ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!🙌
ფოთის N15 საჯარო სკოლის მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის გაზაფხულის სეზონზე!✨
გაიცანით ფოთის N15 საჯარო სკოლის ტვინიკოსები: 👇
კატეგორია | გუნდი | კაპიტანი | მე-2 წევრი | მე-3 წევრი | მე-4 წევრი | მე-5 წევრი | მე-6 წევრი |
U5 | ჰელფაიერი | ბარბარე ებსალიძე | საბა ტორჩინავა | ანა ოჩიგავა | გიორგი ჭანტურიძე | ნიკოლოზ კუჭუხიძე | |
U5 | ჭკვიანი ხუთეული | გაბრიელ სორდია | გაბრიელ წულაია | ნიტა მამალაძე | საბა მელია | სესილი მიქელაძე | |
U5 | ოქროები | მარიამ ქარჩავა | ლიზი თურქია | მარიამ ხოფერია | ნატა გვასალია | ნინი ზვედელავა | |
U5 | ფენიქსები | ანუკი ხოშტარია | ანა გუჯაბიძე | ქეთი ჩხეიძე | ალექსანდრა მახარაძე | ელენე ხურცილავა | |
U5 | გენიოსები | ელენე კვარაცხელია | სანდრო სამინავა | ელისაბედ ებრალიძე | დეა გოცაძე | ||
U5 | ბრწყინვალე ხუთეული | ნენე ჩიქობავა | მარიამ ახალაია | ალექსი კუსრაევი | ანრი გოგია | ||
U5 | ვარსკვლავები | ალექსანდრა | მარიამ ლომაძე | დავით მალანია | ნინო აფენდულოვა | ||
U8 | ევრიკა | ლიზი გოგია | გეგა ბერაია | ანდრია კვანჭალიანი | გიგი ჯაიანი | გეგა ადამია | |
U8 | ჰორიზონტი | გიორგი დარსაძე | ნიკოლოზ კაკულია | ლუკა ხელია | ნიკოლოზ ხორავა | გიგა ებრალიძე | |
U8 | კოლხეთი | ანამარიან შანავა | მარიამ ქანთარია | მარიამ ძიძავა | ანდრია კუცია | ლუკა ცეკვაშვილი | |
U8 | ფენიქსი | ელენე აბურჯანია | სანდრო ლაგვილავა | ბარბარე ჭანტურია | სალომე სარსანია | ||
U8 | პეგასუსი | ნატა ჭანტურია | ელენე ჯგუბურია | ლიზი საჯაია | მიშო გვათუა | ნიტა ჩიტაია | |
U8 | ხომლი | ნიკოლოზ ჩაჩავა | ბარბარე ბერულავა | ნინი ჩიტაია | დათო ცეკვაშვილი | ნიკოლოზ ხაინდრავა | ნინი შელია |
U8 | ევერესტი | მარიამ ცეკვაშვილი | კატო ოკუჯავა | მაგდა ჭანტური | დიანა ჩილაჩავა | ნინო გუნიავა | |
U8 | ოქროები | ლუკას მირცხულავა | რატი ასათიანი | ნინო ჯაიანი | ანა აფხაზავა | ალექსი კუკავა | |
U12 | კარცერ-ლუქსი | რომა ცეკვაშვილი | კახაბერ კიზირია | მარიამ კვაშილავა | დავით გოგავა | მარიამ ჯგუბურია | გიორგი ჯანელიძე |
U12 | დაე გვეშველება რამე? | ილია აბურჯანია | გიორგი გერგედავა | დათი ხარშილაძე | გიგი შონია | გიორგი ბახტაძე | |
U12 | გრანდი | მათე სიჭინავა | ლიზი ლოლუა | მარიამ ხელაია | ნინი ხოჭოლავა | გიორგი ხორავა | ნინო გვასალია |
U12 | ვარსკვლავები | ბარბარე ვაჩიბერიძ | სანდრო ჭითანავა | ლიზი ფილია | საბა ნადარაია | საბა თებზაძე | |
U12 | სუდოკუ | მარიამ ებრალიძე | თეკლა ჭანტურიძე | ელენე კოტია | მარიამ ლურჯია |


















































Comments