ბათუმის "მეცხრე ტალღა"
- Anna Shalikiani
- Apr 7
- 2 min read
ბათუმის 28 საჯარო სკოლამ ტვინების ბრძოლის გაზაფხულის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.
შეჯიბრი სამ ასაკობრივ ჯგუფში - U5(მე-3, მე-4 და მე-5 კლასები), U8(მე-6, მე-7 და მე-8 კლასები) და U12(მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასები) კატეგორიებში წარიმართა. ჯამში, შიდა სასკოლო ტურში 20 გუნდმა იასპარეზა. თამაში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას.
ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს:
U5 კატეგორია: "ლომები", კაპიტანი - ემილია თევზაძე
U8 კატეგორია: "მე-9 ტალღა", კაპიტანი - ნატალი ბერიძე
ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.
მადლობას ვუხდით სკოლის დირექტორს, ეთერ ჩხეიძეს და ტვინების ბრძოლის ორგანიზატორთა გუნდს, ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!🙌
ბათუმის 28 საჯარო სკოლის მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის გაზაფხულის სეზონზე!✨
გაიცანით ბათუმის 28 საჯარო სკოლის ტვინიკოსები: 👇
კატეგორია | გუნდი | კაპიტანი | მე-2 წევრი | მე-3 წევრი | მე-4 წევრი | მე-5 წევრი | მე-6 წევრი |
U5 | ლომები | ემილია თევზაძე | სანდრო ბასილაძე | გიორგი ბერიძე | მეთე ქარაქაშ | ნიტა დიასამიძე | |
U5 | მერცხლები | ანდრია თებიძე | ანდრია დიასამიძე | დავით ხორავა | თაკო ზოიძე | ნატალი გურგენიძე | |
U8 | მე-9 ტალღა | ნატალი ბერიძე | ნუცა დიასამიძე | სესილი ვარშანიძე | ალინა საფარიძე | ბარბარე თურმანიძე | ლაშა სოლომონიძე |
ინოვაცია | მარიამ გორაძე | როლანდი ბოლქვაძე | ვაჩე გერზმავა | სესილი სულაკაძე | სედა ქამადაძე | ემილი სურმანიძე | |
პატარა ტვინიკოსები | კონსტანტინე კირკიტაძე | ლუკა ბოლქვაძე | ბარბარე ვარშანიძე | ალისა ფარტენაძე | ემირი ლურციოღლი | ||
ჭკვიანები | ნია ბოლქვაძე | ნია კოჩალიძე | ლინდა ბერიძე | გიგი გორგაძე | ბარბარე ბაუჟაძე | დავით ქობულაძე | |
გონიერები | ლუკა ვერძაძე | მათე ცარციძე | თორნიკე მელძე | მირიან ბერიძე | რომა ლორთქიფანიძე | ||
პატარა აინშტაინები | იოანა მამეიშვილი | თაკო დიდმანიძე | დავით შერვაშიძე | დავით ფარტენაძე | ნუცა მახაჭაძე | ||
შტორმი | ნიკა გორგაძე | ნოდიკო დარჩიძე | სარა სურმანიძე | ნინი ცეცხლაძე | დაჩი ქამაშიძე | თემო ქამაშიძე | |
ვარსკვლავი | ანდრია გოგიაშვილი | ბაჩუკი ბოლქვაძე | გოგიტა ირემაძე | რუსლან ბოლქვაძე | ალექსანდრე ვარშანიძე | ||
მეგა ტვინი | ტასო ციციანიძე | ბაჩი ჯავახიძე | თორნიკე ნაკაშიძე | რეზი მორთულაძე | საბა მიქელაძე | სანდრო ნინიძე | |
ოლგას ტვინიკოსები | მაგდა ვერძაძე | მარიამი ბაღიაური | ბარბარე კირკიტაძე | ელენე მესხიძე | მათე გორაძე | დაჩი გოგუაძე | |
საზრიანები | სესილი ვარშანიძე | ნატა ქათამაძე | თაკო გურგენაძე | მარიამ ბერიძე | დაჩი ბერიძე | მარიამ ბერიძე | |
ჭორბიურო | გიორგი შანიძე | ელენე ფარტენაძე | ნინო გურგენიძე | დათო ჩაუშბა | ანიტა ირემაძე | თათია ვარშანიძე | |
ინტელექტუალები | ლიზი ვარშანიძე | ლიკა საფარიძე | ირაკლი ვერძაძე | ნიკოლოზ სურმანიძე | ნატა გოგიჩაიშვილი | თამარ ვანაძე | |
ლოგიკოსები | შორენა სურმანიძე | ელზა ქამაშიძე | ანანო ჯორბენაძე | ლუკა ვანაძე | ელენე ჩახუნაშვილი | თამარ მახარაძე | |
ინტელექტი | მარიამ სოროზანიშვილი | ნიკა კახაძე | მერი გურგენიძე | მარიამ დარჩიძე | თათია ნაკაშიძე | ნინი დიდმანიძე | |
ფავორიტები | ლიზი მიქაცაძე | ნინი დიასამიძე | ლიკა სალაძე | ბაჩი ჩაუშბა | ლევან ფარტენაძე | ლუკა ვარშანიძე | |
შერეკილები | მარი ჩაუშბა | თემური ნაკაშიძე | ანა ლეონიძე | ელენე ნაკაშიძე | დაჩი მიქელაძე | ანა ვარშანიძე | |
ქრევერსები | ალეკო სურმანიძე | დემეტრე ვარშანიძე | სანდრო ქაჯაია | მარიამ ვანაძე | სალომე ვარშანიძე |








Comments