აბაშის "ბორჯომი" :)
- Anna Shalikiani
- Apr 7
- 2 min read
აბაშის N2 საჯარო სკოლამ ტვინების ბრძოლის გაზაფხულის სეზონის შიდა სასკოლო ტურს უმასპინძლა. ღონისძიებამ, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების, გუნდური სულისკვეთებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლებას, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები გააერთიანა.
შეჯიბრი სამ ასაკობრივ ჯგუფში - U5(მე-3, მე-4 და მე-5 კლასები), U8(მე-6, მე-7 და მე-8 კლასები) და U12(მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასები) კატეგორიებში წარიმართა. ჯამში, შიდა სასკოლო ტურში 16-მა გუნდმა იასპარეზა. თამაში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ცდილობდნენ საკუთარი გუნდისთვის მაქსიმალური ქულების მოპოვებას.
ინტელექტუალურ ბრძოლაში გამარჯვება შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს:
U5 კატეგორია: "გონების გალაქტიკა", კაპიტანი - ესმა ესაკია
U8 კატეგორია: "გონების დეტექტივები", კაპიტანი - ანა ლოლუა
U12 კატეგორია: "ბორჯომი", კაპიტანი - საბა ქოიავა
ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებულ გუნდებს სიგელები გადაეცათ. ტურნირში მონაწილე ყველა მოსწავლეს “ტვინების ბრძოლის” შიდა სასკოლო ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომი ელექტრონულად დაეგზავნება.
მადლობას ვუხდით ნინო ფხაკაძეს და ტვინების ბრძოლის ორგანიზატორთა გუნდს, ჩვენთან თანამშრომლობისა და მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის!🙌
აბაშის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ ტვინების ბრძოლის გაზაფხულის სეზონზე!✨
გაიცანით აბაშის N2 საჯარო სკოლის ტვინიკოსები: 👇
კატეგორია | გუნდი | კაპიტანი | მე-2 წევრი | მე-3 წევრი | მე-4 წევრი | მე-5 წევრი | სათადარიგო წევრი |
U5 - 3,4,5 კლასები | ვარსკვლავთცვენა | ნეონილა ჯაჭვაძე | იოანე ჭანტურია | დავით ცომაია | საბა ჩაგანავა | ლიზი ნარმანია | |
U5 - 3,4,5 კლასები | ლეგენდები | ლუკა საბაშვილი | დავით ცომაია | თამარ ჭანტურია | როი კაჭარავა | ნია წერეთელი | |
U5 - 3,4,5 კლასები | საზრიანები | სესილი ბერიშვილი | ლეა ჩოჩია | ნია გაბელაია | თამარ ცომაია | გაბრიელ ცომაია | ანასტაისა ჩოჩია |
U5 - 3,4,5 კლასები | შეუჩერებლები | გიორგი გუგუშვილი | მარი კილაბერია | ალექსანდრე კაჭარავა | ზაზა ჩაჩავა | მარიამ ცქვიტაია | |
U5 - 3,4,5 კლასები | გონების გალაქტიკა | ესმა ესაკია | ბარბარე კაჭარავა | გაბრიელ ჭანტურია | მარი ჭანტურია | ლიზი გოგებაშვილი | |
U5 - 3,4,5 კლასები | გონების არენა | ლუკა ქობალავა | ნათია სიმონია | ციცია ცომაია | ნია სიმონია | ანანო ჭანტურია | |
U8 - 6,7,8 კლასები | გონების დეტექტივები | ანა ლოლუა | თიკო გუგუშვილი | ანანო მიგინეიშვილი | მარიამ ბარაბაძე | ვახტანგ ქორჩლავა | |
U8 - 6,7,8 კლასები | ჭკუის კოლოფები | ანდრია სულუაშვილი | ლევანი მიმინოშვილი | ზვიადი ფოჩხუა | მარიამ ტაბიძე | ანანო ჭანტურია | მზია გაბელაია |
U8 - 6,7,8 კლასები | სუსტი გმირი | ნუნუ ესაკია | მათე საბაშვილი | ანასტასია ჭაქვაძე | ელენე გაბელაია | თამუნა გუგაშვილი | სალომე ქოიავა |
U8 - 6,7,8 კლასები | PSG | ლუკა თედორაძე | ლუკა მიქაძე | ზუკა გაბელაია | საბა ყოჩიშვილი | ლუკა კვაშილავა | ლუკა თედორაძე |
U8 - 6,7,8 კლასები | ბარსელონა | სანდრო დარცმელიძე | გიორგი კუჭუხიძე | კატო მიმინოშვილი | ნიკოლოზ ხურცია | ნინო კაჭარავა | |
U12 - 9,10,11,12 კლასები | 5 მუზა | მარიამ გაბელაია | ანი ჩარგაზია | ანა კუჭუხიძე | დავით დარციმელიძე | გიორგი თოფურია | ნათია კიზირია |
U12 - 9,10,11,12 კლასები | ბორჯომი | საბა ქოიავა | საბა თოფურია | ელენე გაბელაია | გიორგი გაბელაია | ელენე ცომაია | |
U12 - 9,10,11,12 კლასები | გუგლის ბიძაშვილები | ლიზი იოხაია | ნათია ნოდია | ნინო ჭანტურია | ამიკო ჭაჭვაძე | საბა კაციტაძე | |
U12 - 9,10,11,12 კლასები | მეგა ტვინები | ირაკლი გვაზავა | მარი ფრანგიშვილი | მედეა ფუტკარაძე | ქეთი ფირცხელაშვილი | ქეისტინე ესაკია | |
U12 - 9,10,11,12 კლასები | ჯუმის ბიძია | ბექა მაკალათია | გიორგი ელიავა | ალექსანდრე | მათე მერიზია | გიორგი დავთია |










Comments