top of page
ტვინების ჭადრაკი - I ეტაპი
ტვინების ჭადრაკი - I ეტაპი

Sun, May 21

|

kahoot

ტვინების ჭადრაკი - I ეტაპი

ტვინების ბრძოლა იწვევს 1-12 კლასის მოსწავლეებს ტვინების ჭადრაკზე - ჭადრაკის ფედერაციასთან კოორდინირებით, თამაშის კლასიკური ვერსიისა და უახლესი ტექნოლოგიების კომბინაციით შექმნილ უნიკალურ ტურნირზე, რომელიც საქართველოს ჩემპიონებს გამოავლენს.

Registration is closed
See other events

ჩატარების ადგილები

May 21, 2023, 3:00 PM – 5:00 PM

kahoot

პროექტის შესახებ

ჭადრაკი უკვე 1400 წელია არსებობს. საინტერესოა რატომ არის იგი დღემდე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პედაგოგიური ინსტრუმენტი სკოლებში? ევროპისა და მსოფლიოს წამყვან საგანმანათლებლო სისტემების მქონე ქვეყნებში.

ჭადრაკი როგორც სავალდებულო საგანი ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში მიმდინარე წელს დაინერგა. ჩვენი ორგანიზაცია გულშემატკვრობს და განსაკუთრებული ინტერესით აკვირდება სწავლების მიმდინარეობასა და თავისებურებებს.

თანამედროვე გამოწვევების კვალდაკვალ, ჩვენს ტვინიკოს მოსწავლეებს ვთავაზობთ ჭადრაკის პირველ ფართომასშტაბიან ტურნირს.

„ჭადრაკი აუმჯობესებს მოსწავლეთა მრავალმხრივ უნარებს, როგორებიცაა: ყურადღება, კონცენტრირება, მეხსიერება, ანალიზი, ლოგიკა, გადაწყვეტილების მიღება, სივრცეში ორიენტირება და სხვა. ეს კი, პირდაპირ კავშირშია “ტვინების ბრძოლის” იმ მთავარ ფასეულობებთან რომელსაც ჩვენი პროექტებით მოსწავლეებს ვუზიარებთ.

სასიხარულოა რომ ჭადრაკი,როგორც საგანი სულ უფრო პოპულარული ხდება საქართველოს სკოლებში.  ტვინების ბრძოლა იწვევს  1-12 კლასის მოსწავლეებს ტვინების ჭადრაკზე  - ჭადრაკის ფედერაციასთან კოორდინირებით, თამაშის კლასიკური ვერსიისა და უახლესი ტექნოლოგიების კომბინაციით შექმნილ უნიკალურ ტურნირზე. რომელიც საქართველოს ჩემპიონებს გამოავლენს

პირველი ეტაპი - შესარჩევი წერა:

ბარათით გადახდა

  • Chess

    ტვინების ბრძოლის ჭადრაკის I ეტაპის მონაწილეობის ბილეთი

    GEL 25.00

    +GEL 0.63 ticket service fee

    Sale ended

გაზიარება

bottom of page