


Mon, Oct 16
|Online test
ტვინების ჭადრაკი
ტვინების ჭადრაკი ტარდება სკოლის მოსწავლეთათვის, პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით. ჭადრაკის კლასიკური ვერსიისა და თანამედროვე ტექნოლოგიების კომბინაციით შექმნილი ტურნირი გამოავლენს საქართველოს ჩემპიონებს სამ ასაკობრივ კატეგორიაში:
ჩატარების ადგილები
Oct 16, 2023, 7:00 PM – Oct 31, 2023, 11:50 PM
Online test
პროექტის შესახებ
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სპორტის კატეგორია, ამიერიდან ჩვენს ინტელექტუალურ თამაშებში საპატიო ადგილს დაიკავებს. ჩვენი ორგანიზაცია გულშემატკვრობს და განსაკუთრებული ინტერესით აკვირდება ჭადრაკის სწავლების მიმდინარეობასა და თავისებურებებს.
ტვინების ჭადრაკი ტარდება სკოლის მოსწავლეთათვის, პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით. ჭადრაკის კლასიკური ვერსიისა და თანამედროვე ტექნოლოგიების კომბინაციით შექმნილი ტურნირი გამოავლენს საქართველოს ჩემპიონებს სამ ასაკობრივ კატეგორიაში:
U3 (1-ლი, მე-2, მე-3 კლასის მოსწავლეები)
U6 (მე-4, მე-5, მე-6 კლასის მოსწავლეები)
U12 (მე-7, მე-8, მე-9, მ-10, მე-11, მე-12 კლასის მოსწავლეები)
გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან როგორც საქართველოს ჩემპიონები, ასევე რეგიონში პირველი სამი ადგილის მფლობელი მოჭადრაკეები.
საქართველოს ჩემპიონებს ტიტულთან ერთად გადაეცემათ მთავარი პრიზი - საგზური ტვინების ბრძოლის საზაფხულო ბანაკში. ასევე, სიმბოლურ და წამახალისებელ პრიზებს მიიღებს ყველა ფინალისტი, რომელმაც შეჯიბრებაში კარგი შედეგი აჩვენა.