top of page

Wed, Jul 27

|

Bakuriani

ტვინების ბრძოლის ინტელექტ-ფესტივალი/ ბაკურიანი 2022

ინტელექტუალური ფესტივალის მიზანი: "ტვინების ბრძოლის" ტრადიციად ქცეული საზაფხულო აქტივობა ბრუნდება! კარგად ნაცნობ საინტერესო თამაშებთან და ღონისძიებებთან ერთად, ჩვენ მრავალ განსაკუთრებულ ინოვაციას გპირდებით. 27 ივლისიდან "ტვინების ბრძოლა" საზაფხულო ინტელექტუალურ ფესტივალს მასპინძლობს!

ტვინების ბრძოლის ინტელექტ-ფესტივალი/ ბაკურიანი 2022
ტვინების ბრძოლის ინტელექტ-ფესტივალი/ ბაკურიანი 2022

ჩატარების ადგილები

Jul 27, 2022, 10:00 PM – Aug 02, 2022, 8:00 PM

Bakuriani, 87 Aghmashenebli St, Bakuriani 1204, Georgia

პროექტის შესახებ

ინტელექტ-ფესტივალი, იგივე "ტვინების ბრძოლის ბანაკი" ბაკურიანში არის ტრადიციად ქცეული ღონისძიება  რომელიც 2014 დან ყოველწლიურად ტარდება - გაზაფხულის და შემოდგომის სეზონის დასრულების შემდეგ.

აქ ძირითადად იკრიბებიან წიგნის, ინტელექტუალური შეჯიბრებების და ნოვატორული იდეების მოყვარული მოსწავლეები საქართველოს ყველა კუთხიდან.

მიმდინარე, 2022-ის საზაფხულო ფესტივალი ბაკურიანში, სასტუმრო ევრიკაში 27 ივლისს აიღებს სტარტს და 2 აგვისტოს დასრულდება. მონაწილეთათვის აუცილებელია სარეგისტრაციო ანკეტის შევსება აქ : www.brains.ge/register

აქვე ირჩევენ ფესტივალის საპატიო სტუმართა სიას, რომელიც ძირითადად მწერლების, გამოჩენილი და წარმატებული საზოგადო მოღვაწეებისაგან შედგება.

პოსტპანდემიური 'დიდი დაბრუნების' შემდეგ, ბანაკის მთავარი სიახლე და რეფორმა გახლავთ "რობოტები", დიახ თანამედროვდ გამოწვევების კვალდაკვალ, არაფორმალური განათლების მიმართულებით ჩვენი პრიორიტეტები რობო-ტექნოლოგიებსა და ციფრულ მეცნიერებებს დაუკავშირდა. ფესტივალის შემეცნებით-სასწავლო ნაწილი (დღის პირველი ნახევარი) სრულად დაეთმობა Lego Robotics - ის ინტენსიურ კურსსა და ჰაკათონებს.

Lego Robotics არის რობოტექნიკის დარგში  ყველაზე მაღალი კლასის, შესაბამისად  ძვირადღირებული პლათფორმა-კონსტრუქცია. სწორედ მისი გამოყენებით მიმდინარეობს სწავლება  ამერიკის, ჩინეთის, თურქეთისა და სხვა ძლიერი განათლების სისტემის მქონე სახელმწიფოების საჯარო სკოლებში, სადაც “რობოტენიკა” როგორც საგანი წლებია დანერგილია. ასევე  ინტენსიურად იმართება საერთაშორისო ოლიმპიადები.

ტვინების ბრძოლის პროექტებში ჩართული მოსწავლეები სარგებლობენ სპეციალური პირობებით და შეღავათებით, გამარჯვებულ გუნდებს უფასო საგზური გადაეცემათ, ხოლო დანარჩენ მონაწილეებს, მიღებული ქულებისა და სარეიტინგო პოზიციების მიხედვით უგროვდება შესაბამისი თანადაფინანსება - იმისათვის რომ შეიტყოთ თუ რამდენ ლარიან დაფინანსებას ფლობთ, ფასდაკლების კოდის მისაღებად, აუცილებელია მოთხოვნის გამოგზავნა აქ www.brains.ge , განაცხადის დაფიქსირებიდან 24 საათში დაგიკავშირდებათ ჩვენი თანამშრომელი, ასევე მიიღებთ sms შეტობინებას.

7 დღიანი ფესტივალის სრული ღირებულა 1250 ლარი მომსახურება მოიცავს:

  • მგზავრობა:  1 თბილისი - ბაკურიანი - თბილისი.                       2 ბათუმი - ქუთაისი - ბაკურიანი; ბაკურიანი - ქუთაისი -ბათუმი.მგზავრობა                       3 თელავი - ბაკურიანი - თელავი.
  • მაღალი კლასის სასტუმროში განთავსება.
  • სამჯერადი კვება.
  • დახურული შიდა აუზი, სავარჯიშო დარბაზი.
  • წიგნების, მხატვრული ლიტერატურის, ჯგუფური განხილვა.
  • მოწვეული სტუმრები - მასტერკლასები წარმატებული საზოგადო მოღვაწეებისგან.
  • კულტურული, მუსიკალური, ქორეოგრაფიული და იუმორისტული ღონისძიებები.
  • სხვადასხვა სახეობის სპორტული ჩემპიონატები.
  • „ტვინების ბრძოლა“ - 4-თამაშიანი ჩემპიონატი.
  • “ბრეინშტორმი” - ინდივიდუალური ინტელექტუალური თამაშის ჩემპიონატი.
  • ტრენინგი თემებზე: “ლიდერობა”, “დებატების ხელოვნება და საჯარო გამოსვლა”,  “პროფესიის არჩევა და კარიერის დაგეგმვა”
  • გამოცდილი და მეგობრული ჯგუფის ხელმძღვანელები.
  • ექიმი, სამედიცინო შემოწმება, ჯამრთელობის მონიტორინგი.

უფრო დაწრვილებით ინფორმაციას შეგიძლიათ აქ: www.brains.ge/camp და აქ https://www.brains.ge/post/summercamp2022

"ტვინების ბრძოლის" ინტელექტუალური ფესტივალის ფარგლებში, ჩვენი გუნდი სრულ პასუხისმგებლობას იღებს როგორც ბავშვების უსაფრთხოებასა და ჯანსაღ პირობებში ცხოვრებაზე, ისე ფესტივალის შემეცნებით-გასართობ მხარეზე. ბაკურიანში დასვენების გარდა, ბავშვები სამომავლოდ სასარგებლო გამოცდილებსა და უნარ-ჩვევებს შეიძენენ. ფესტივალის მონაწილეებს დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს ვპირდებით!

გაზიარება

bottom of page